
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა დასკვნით ფაზაში შედეს. დღეს, სუპერლიგის ფლეი-ოფი დაიწყო. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე გათამაშებას 8 გუნდი აგრძელებს. შესაბამისად, გვყავს ოთხი წყვილი, რომლებიც 1/4 ფინალში გამოავლენენ, მედლებისთვის მებრძოლ ოთხ საუკეთესო გუნდს. თითოეული წყვილი სამ მოგებამდე ითამაშებს. დღეს, სწორედ, ამ ეტაპის პირველი სერიის მატჩებმა ორ წყვილში გაიმართა. თამაშები კი, გორსა და ქუთაისში ჩატარდა.
გორში, ადგილობრივმა „ივერიონმა" ზესტაფონის „მარგვეთს" უმასპინძლა და 89-82 მოუგო. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 15-21 მოიგეს, თუმცა მომდევო მონაკვეთში უკვე გორელებმა მოახერხეს მეტოქის დაჯაბნა და 31-19 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ, 46-40 მოიგეს. ბუნებრივია, 6 ქულა არ არის ის სხვაობა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია. მითუმეტეს, როცა მთელი ტაიმი წინაა. მეორე ტაიმში, თანაბარი ბრძოლა გაიმართა და მესამე მეოთხედშიც, ვერც ვერაფერი გაირკვა, ანგარიში რამდენჯერმე გათანაბრდა კიდეც. თუმცა დასკვნითი მონაკვეთის წინ, „ივერიონი" 5 ქულით იყო წინ. ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა 10 ქულით გაქცევა მოახერხეს და ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე, ახლოს აღარ მიიკარეს. ერთ მომენტში, სხვაობამ 13 ქულას მიაღწია, თუმცა საბოლოოდ, 7 ქულით მოიგო. „ივერიონის" შემადგენლობაში, ყველაზე შედეგიანი რეჯი მესიდორი იყო რომლის აქტივშიც ორმაგი დუბლია - 25 ქულა 10 პასი, 8 მოხსნასთნ ერთად. 17 ქულა და 10 მოხსნა ივანე მეგენეიშვილმა მიითვალა, 14 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. „მარგვეთიდან", 32 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო მალიკ მარტინი, 20 ქულა და 9 მოხსნა აკოლ მავეინის ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი კვლავ გორში, 25 აპრილს გაიმართება.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ქუთაისი 2010"-მა, „ბათუმთან" დუელი გამარჯვებით დაიწყო. ქუთაისელთა უპირატესობა მთელი თამაში იგრძნობოდა და მათი გამარჯვებითაც 107-100 დასრულდა. საინტერესოა, რომ მეორე მეოთხედფინალის მსგავსად, აქაც, პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოიგეს 25-26, თუმცა, მეორე მონაკვეთი 35-28 მასპინძლებმა მოიგეს. დიდ შესვენებაზე, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს თასი მოიგო, დიდ შესვენებაზე 6 ქულის სხვაობით გავიდა, 60-54. მესამე მეოთხედში, ქუთაისელთა უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა, მონაკვეთი 26-17 დასრულდა. შესაბამისად, ბოლო პერიოდის წინ, 15 ქულით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, ბათუმელები მაინც შეეცადნენ, თამაშში ვითარების შეცვლას და ბოლო მეოთხედი 21-29 მოიგეს. თუმცა, იმერეთში „ამოღებული" 7 ქულა, საბოლოოდ არ გამოდგა საკმარისი ვითარების შესაცვლელად. მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ელაია ჯოინერი იყო, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი მოდის. 17 ქულა გიორგი სულაბერიძემ დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა კი, შეხვედრა 15 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. ბათუმელთაგან 24 ქულით საუკეთესო ოთარ ბულიავა იყო. 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასი ჯექსონ ბრენჩლის ანგარიშზეა.
ამ გუნდების მეორე შეხვედრაც ქუთაისში გაიმართება. შემდეგ, კი საასპარეზო მოედანი აჭარაში, პირველი წყვილისთვის კი, ქუთაისში გადაინაცვლებს.
ხვალ, კიდევ ორი 1/4 ფინალური წყვილი დაიწყებს ასპარეზობას: ვსა-„გუურჯაანს" დაუპირისპირდება, თსუ-„რაშს" დაუპირისპირდება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო