პირველი დღე და პირველი ოქრო პოდგორიცადან
პირველი დღე და პირველი ოქრო პოდგორიცადან
23.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დროშაზე მინიშნება, მორიგი ქართველი ჯუდოკას მიერ, მას შემდეგ, რაც მან მართალია, ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე, მაგრამ რუსი სპორტსმენი დაამარცხა. ამჯერად ეს მისია, გიორგი სარდალაშვილს ერგო, რომელმაც ფინალის დამატებით დროში, იუკოთი27 წლის რუსი აიუბ ბლიევი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ფინალური დაპირისპირება ქართველის უპირატესობით წარიმართა.


პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველი ჯუდოკებიდან მხოლოდ გიორგი სარდალაშვილმა მოახერხა ფინალურ ბლოკში გასვლა და რაც მთავარია გამარჯვება! მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, 21 წლის ქართველი ჯუდიკა, ევროპის ჩემპიონი ხდება.

 

-60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში, უნგრელი მარტონ ანდრასი და სომეხი აშიკ ანდრეიანი დაამარცხა. 1/2 ფინალში ქართველის მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იყო - ეს უკანასკნელი საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა. რაც შეეხება სარდალაშვილს, ფინალში, როგორც გითხარით აიუბ ბლიევი დაამაცხა. ამავე წონაში, საფრანგეთის სახელით ასპარეზობდა ლუკა მხეიძე, რომელმაც ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიგო.


რა დასამალია და დღეს, ქართულ გუნდს მედლები კიდევ ერთ წონით კატეგორიაში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, -66 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილიც, ორივე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას.


დღეს, პოდგორიცაში კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა, -48 კგ წონით კატეგორიაში  ჯულიეტა როდონაიას, სენიორების ტურნირზე დებიუტი ჰქონდა. 20 წლის ქართველი გოგონა, დამატებით დროში, იუკოთი დამარცხდა.


ხვალ, მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღეს საქართველო სამ წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი:


-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ ეთერ ასკილაშვილი


ასე, რომ შემადგენლობა სოლიდურია და მედლებს, ხვალაც ველით...


ფოტო: (c) EJU / Gabi Juan