კარგი ამბავი გოჩოლეიშვილებისგან...
კარგი ამბავი გოჩოლეიშვილებისგან...
22.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა:


„სანდრო გამოჯანმრთელდა!


ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის.


მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში. თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა. მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ.


ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია - და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს ფეხბურთელი.


შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის შვიდი თვის შვილს, სანდროს, 2024 წლის ოქტომბერში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის" ფეხბურთელის შვილი, დანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 


ფეხბურთელს, ურთულესი პერიოდის მიუხედავად, უდიდესი მორალური წნეხის ქვეშ, მთელი ამ ხნის მანძილზე გიორგის არ შეუწყვეტია ვარჯიში და აქტიურად მონაწილეობდა როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთში. „გოჩოლ", იმედს ვიტოვებთ, რომ ახლა უფრო მეტად მშვიდ გონებაზე და მოტივირებული დაუბრუნდები მოედანს!