ქართველი ჯუდოკები ხვალიდან პოდგორიცას „დაპყრობას“ შეეცდებიან
ქართველი ჯუდოკები ხვალიდან პოდგორიცას „დაპყრობას“ შეეცდებიან
22.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, 26 აპრილის ჩათვლით, მონტენეგრო ჯუდოში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს კონტინენტის 44 ქვეყნის ნაკრები, რომლებსაც ერთი დევნილების გუნდი და ორიც ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე გუნდი დაემატება. საერთო ჯამში, პოდგორიცაში, 414 მონაწილე მოიყრის თავს, რომელთა შორის 15 ქართველი იქნება. ტურნირის დაწყებამდე, ქართული გუნდის განაცხადში ცვლილება შევიდა. ტურნირიდან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ჩაეხსნა. დარჩენილი 15 ჯუდოკა კი, შემდეგ წონით კატეგორიებში იასპარეზებს:


-60 კგ გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი

-48 კგ ჯულიეტა როდონაია

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ ეთერ ასკილაშვილი

-70 კგ მარიამ ჭანტურია

+78 კგ სოფო სომხიშვილი


მათ გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყნის (აზერბაიჯანი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, კვიპროსი) სახელით ტატამზე ქართული წარმომავლობის 8 ჯუდოკა იასპარეზებს.


წონითი კატეგორიების მიხედვით მედლები გათამაშდება:


23 აპრილი: -60კგ, -66კგ / -48კგ, -52კგ

24 აპრილი: -73კგ / -57კგ, -63კგ

25 აპრილი: -81კგ, -90კგ / -70კგ

26 აპრილი: -100კგ, +100კგ / -78კგ, +78კგ


წინასწარი შეხვედრები ყოველ დღიურად, ადგილობრივი დროით 10:30 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი, 16:00 საათიდან აიღებს სტარტს.


აქვე გეტყვით, რომ 27 აპრილს, პოდგორიცაში, ერთმანეთს უკვე გუნდები დაუპირისპირდებიან და 13 მონაწილეს შორის არის საქართველოც.