ბოლო დღეს, ერთი მედალი კიშინიოვიდან
ბოლო დღეს, ერთი მედალი კიშინიოვიდან
21.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

მოლდოვაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს გუნდმა კიდევ ერთი მედალი მოიგო - ბაქარ თურმანიძე ევროპის პრიზიორი გახდა.


+109 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაქარ თურმანიძემ ატაცში,  სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 177 / 181 / 183 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველს ცოტა დააკლდა, აკვრაშიც მესამე ადგილით დაესრულებინა ასპარეზობა. უფრო მეტიც, აკვრაში, დაძლეული ორი წონის 213 / 219 კილოგრამით შემდეგ, 224 კგ-სთვის თავის გართმევის შემთხვევაში,  თურმანიძე, ორჭიდშიც  მესამე იქნებოდა, თუმცა, აკვრაში, ბაქარმა მესამე მისვლა გააფუჭა და შესაბამისად, მე-4 ადგილზე გავიდა. ორჭიდშიც, საბოლოოდ, 402 კგ-ით, მეოთხე ადგილს დასჯერდა.


რაც შეეხება წონაში გამარჯვებულს, ის, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, სომხეთის წარმომადგენელი, ვარაზდათ ლალოიანი გახდა, რომელმაც საბოლოოდ, ორჭიდში, 450 კგ-ს მოიყარა თავი და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი, მსოფლიოს უძლიერესი კაცისგან, ლაშა ტალახაძისგან ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, კიშიონოვში დასრულებული ტურნირი, იყო კონტინენტის პირველი ჩემპიონატი ლაშა ტალახაძის გარეშე. აქვე შეგახსენებთ, რომ ლალოიანმა 2024 წლის დეკემბერშიც მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგება და მაშინაც, ფიცარნაგზე, ტალახაძეს არ უასპარეზია.