
საფრანგეთისა და პოლონეთის ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და თავი ქართველმა ხელბურთელებმაც გამოიჩინეს.
საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი" საკუთარ მოედანზე „აიქსს" დაუპირისპირდა და სამი ბურთის სხვაობით 34-37 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10 ბურთით წააგეს, მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა, ერეკლე არსენაშვილმაც შეიტანა, რომელაც 3 გოლი გაიტანა, მაგრამ „ტრემბლმა" მეორე ტაიმის მხოლოდ 7 ბურთით მოგება მოახერხა და საბოლოოდ, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა.
პოლონეთის ჩემპიონატში „აზოტმა" „ლეგიონოვოს" უმასპინძლა და ქართველი ხელბურთელების დახმარებით 32-28 დაამარცხა. გიორგი დიხამინჯიამ სამი გოლი გაიტანა, ხოლო ზურაბ ცინცაძემ ექვსის „სეივის" გარდა, 2 „ასისტიც მიითვალა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის საჩემპიონო ზონის პლეი ოფში „ოჰრიდმა" საკუთარ მოედანზე „ალკალოიდს" უმასპინძლა და 28-36 დამარცხდა.
ჩვენთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ „ოჰრიდის" შემადგენლობაში თეიმურაზ ორჯონიკიძე დაბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე გაუცდა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩვეულად დამაჯერებლად ითამაშა, ექვსი გოლი გაიტანა და თავის გუნდში ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო.