
ხვალ მოლდოვაში, ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო საასპარეზო დღეა. კიშინიოვის ფიცარნაგზე, ქართული გუნდის ბოლო წარმომადგენელი, +109 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაქარ თურმანიძე, მედლისთვის ბრძოლას, თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყებს.
მანამდე კი, დღეს, ჩვენი გუნდის ორმა წარმომადგენელმა 109 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ზაზა ლომთაძემ ატაცში ლომთაძემ 165/ 170 / 173 კგ წონა დაძლია და ეს მოძრაობა მე-5 ადგილით დაასრულა. აკვრაში, ქართველმა სამიდან ორი ცდა გამოიყენა და დაძლეული 205 / 213 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, ქართველმა ორჭიდში, 386 კგ-ით მე-6 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
377 კგ ორჭიდში და მე-7 საფეხური, ეს ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლონგინოზ ბრეგვაძის შედეგია, რომელმაც ატაცში ორი მისვლა გამიყენა და 167 / 172 კგ დაძლია. მოძრაობა მე-6 პოზიციაზე დაასრულა. მნიშვნელობანი დეტალი, ქართველ ძალოსანს, პირველი მოძრაობისას, მესამე მისვლისას მარჯვენა ხელში დისკომფორტი აწუხებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აკვრაში მაინც გამოვიდა ფიცარნაგზე და მხოლოდ ორი მისვლა გამიყენა, 198/205 კგ-ის დაძლევით და აქ, მე-9 ადგილს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი ძალოსანი ასპარეზობდა.