კიდევ ერთი მედალი ქართულ გუნდს - რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
კიდევ ერთი მედალი ქართულ გუნდს - რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
19.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე, კვარცხლბეკზე სამჯერ ავიდა და სამი ვერცხლის მედალი ჩაიბარა. 96 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში  167 / 171 / 174 კგ, ხოლო აკვრაში სამიდან ორი მისვლა გამოიყენა და 201 / 205 კგ დაძლია, მოიგო ორი ვერცხლის მედალი და შესაბამისად, ორჭიდშიც, 379 კილოგრამით ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.


ამავე წონაში, დღეს ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქართველი, ირაკლი გობეჯიშვილმაც იასპარეზა. ირაკლი ატაცში თავი, 161 / 166 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა. აკვრაში კი,  188 /194 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა და მე-7  ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ კი, ორჭიდში 360 კილოგრამი დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა.


ბიჭებამდე, კიშინოვის ფიცარნაგზე 81 კგ წონით კატეგორიაში ნათია გადელიამაც იასპარეზა. ქართველმა გოგონა ძალოსანმა ატაცში  95 / 99 კილოგრამს დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა. აკვრაში კი ,118 / 124 კილოგრამით მე-6 საფეხური დაიკავა.  გადელიამ, ორჭიდში 223 კილოგრამი დააგროვა და მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ევროპის ჩემპიონატზე დარჩა ორი საასპარეზო დღე და ორი წონითი კატეგორია, რომელშიც, ქართველი ძალოსნები იასპარეზებენ:


20 აპრილი 18:00 / 109 კგ - ზაზა ლომთაძე / ლონგინოზ ბრეგვაძე

21 აპრილი 17:00 / +109 ბაქარ თურმანიძე