16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე იასპარეზა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე იასპარეზა
19.04.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, კიშინიოვში დასრულებულ უეფას განვითარების თასზე, მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, ჯგუფის ორი მატჩი მასპინძელ, მოლდოვასთან (1-0)  და აზერბაიჯანთან (1-0) დათმო, ხოლო ესტონეთს, 4-0 სძლია.


სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე, 17-წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.


საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ტურნირზე - მეკარეები: მათე ჭელიძე ("დინამო თბილისი"), გიორგი კახიძე  (სფფ ქუთაისი), ლუკა მამასახლისი (სფფ ქუთაისი); მცველები: ანდრია ფოცხვერია ("დინამო თბილისი"), იოანე გოგიჩაიშვილი ("დინამო თბილისი"), ალიკა გეთიაშვილი ("დინამო თბილისი"), დავით ცქვიტაია ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ კანდელაკი ("იბერია 1999"), გეგა ამაღლობელი ("პორტუსი" ბათუმი), ლუკა შარიქაძე  ("დინამო თბილისი"), ლევან მანჩხაშვილი ("იბერია 1999"), გიორგი რაზმაძე  ("დინამო თბილისი"), გიორგი დოხნაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია); ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე ("დინამო თბილისი"), ლუკა ხელაძე ("იბერია 1999"), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), დავით მაჭარაშვილი ("დინამო თბილისი"), საბა ავდოევი ("იბერია 1999"), გიორგი გორგაძე  ("დინამო თბილისი"), თორნიკე კვარაცხელია ("დინამო თბილისი"), ანდრია ბართიშვილი ("კოლხეთი 1913"); თავდამსხმელები: ანდრია სვანიძე ("გენგამი", საფრანგეთი), სანდრო მიქაუტაძე ("დინამო თბილისი").