16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითრების თასზე მიიღო მონაწილეობა
16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითრების თასზე მიიღო მონაწილეობა
18.04.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე იასპარეზა. 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარებული ტურნირის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა სამი მატჩი გამართა. 


მასპინძელ ალბანეთთან ჩატარებული სასტარტო შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გუნდები 11-მეტრიანების სერიას ასრულებენ, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. 


მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით 1-0 დათმო. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდრა და ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის (2-2) შემდეგ, პენალტების სერიაში დამარცხდა.


საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა - მეკარე: ელენე ბონდარევა ("ნორჩი დინამო"), ანასტასია გოგელია,  დაცვა: ელენე ბოლქვაძე ("ლანჩხუთი"), ელიზაბეტ რიჟამაძე ("კვარტალი"), ნინი ვეკუა ("ნორჩები"), სოფო ხაჟალია ("ნორჩები"), ნინო ნადარაია ("კვარტალი");  ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანასტასია ბუჩუკური ("ნიკე-ლუსო"), ნატო გუტიკაშვილი ("რუსთავი"), მარიამ ჯოჯუა ("ელიტა"), მარიამ გასანოვა ("კვარტალი"), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი ("რუსთავი"), ანასტასია ვალიკიდი ("საბურთალო"), ანი დავითულიანი ("სამეგრელო"), თეკლა ბერიძე ("ნიკე-ლუსო"), სესილი გაბრელიანი ("ახალგორი"), სოფია წიქარიძე ("დინამო სოხუმი").