
კიშინიოვში, გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. დღეს, ფიცარნაგზე 89 კგ წონით კატეგორიაში საბა ასანიძემ იასპარეზა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შვილის ყველა ცდა წარმატებული გამოდგა, შესაბამისად, ალბათ ამიტომ უფრო დასანანია, რომ ორჭიდში, ბრინჯაოს მედლამდე ქართველს, მხოლოდ 1 კილოგრამი დააკლდა.
საბამ, ატაცში 150 / 154 / 158 კგ. დაძლია, მე-4 ადგილზე გავიდა და საპრიზო ადგილს სულ რაღაც 1 კილოგრამით ჩამორჩა. აკვრაში, ასანიძემ 185 კგ-იდან დაიწყო და მომდევნო ორი ცდაც, შესაბამისად, 191/ 194 კგ წარმატებით დაძლია. ასანიძემ, აქაც მე-4 შედეგი დააფიქსირა და შესაბამისად, ორჭიდშიც, 352 კგ-ით მეოთხე იყო.
ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ძალოსანს ფიცარნაგზე გასვლისას ემჩნეოდა მარაგი, რაც მომავალ შეჯიბრებზე, უფრო მაღალი შედეგის ჩვენების საბაბს გვაძლევს.
ხვალ, მოლდოვაში ასპარეზობის მორიგი დღეა. ფიცარნაგზე 3 ქართველი გამოვა:
19 აპრილი 17:00 / 81 კგ - ნათია გადელია
19 აპრილი 20:00 / 96 კგ - რევაზ დავითაძე / ირაკლი გობეჯიშვილი
20 აპრილი 18:00 / 109 კგ - ზაზა ლომთაძე / ლონგინოზ ბრეგვაძე
21 აპრილი 17:00 / +109 ბაქარ თურმანიძე