სანდრო ბაზაძის მორიგი წარმატება
სანდრო ბაზაძის მორიგი წარმატება
29.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ბუდაპეშტში, მორიგ წარმატებას აღწევს. ამჯერად, სანდრომ, ხმლით ფარიკაობაში, სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედალი მოიგო.


ბაზაძემ დღევანდელი დღე, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველო სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის ათეულშია, გამოტოვა ჯგუფური ეტაპი (T256 და T128) და ასპარეზობა პირდაპირ T64-დან დაიწყო, 3 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც, რეიტინგის პირველი კორეელ სან გუკი 15-12 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ნახევარფინალში, ქართველი გერმანელ მატიას სზაბოსთან 15-12 დამარცხდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


შეჯიბრში, რომელიც 30 მარტს გუნდური ასპარეზობით დასრულდება საერთო ჯამში 49 ქვეყნის 3 ასეულამდე მოფარიკავე მონაწილეობს.  მათ შორის იყო 8 ქართველი, ბუდაპეშტში, სანდრო ბაზაძის გარდა იასპარეზეს  ბექა ბაზაძემ, გიორგი ურუშაძემ, ვახტანგ არჩვაძემ, მიხეილ ალფაიძემ, ლაშა კუჭუხიძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ და დავით თავართქილაძემ.


და ბოლოს, ხვალ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ლაშა კუჭუხიძე.



ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია