მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაომდე 8.26 ქულა დააკლდათ, თუმცა, ოლიმპიური ლიცენზია არის!
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაომდე 8.26 ქულა დააკლდათ, თუმცა, ოლიმპიური ლიცენზია არის!
28.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეებს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის შეუძლიათ ჩანთები ჩაალაგონ. დღეს, გამთენიისას, მათ ბოსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, რომლის დროსაც ზემოთხსენებული ოლიმპიადის 16 საგზურიც თამაშდებოდა, მეოთხე ადგილი დაიკავეს. თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ახალგაზრდა ქართული წყვილი, ალბათ, ცოტა მეტად ფსიქოლოგიურად მზად რომ ყოფილიყო, მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო, თუმცა, ამჯერად მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. თუმცა, ისევ თუმცა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სპორტის სახეობაში, რომელი საქართველოში ამ ბოლო წლებში პოპულარული სახეობების რიგში ეწერება და ეს, ბევრჯერ აღგვინიშნავს ფედერაციის დიდი შრომის გამო ხდება, ქართველები, ვითხოვთ მაღალ შედეგებს და მედლებს, რაც რეალობას და აზრს მოკლებული არ არის. აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ მეტელკინა და ბერულავა, უკვე ოლიმპიური თამაშებისთვის, კიდევ ცოტას გაიზრდებიან და მნიშვნელოვანი გამოსვლისას ემოციის მართვასაც მოახერხებენ.


ამჯერად კი, ქართული სპორტული წყვილი, თავისუფალ პროგრამაში ბოლო, დასკვნით ოთხეულში ასპარეზობდა და მოკლე პროგრამის შემდეგ, მეოთხე საფეხურზე იყო. ამასთან აღნიშნულ ოთხეულში ქულათა სხვაობა იმდენად მცირე იყო, მითუმეტეს, თუ 2025 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატს გავიხსენებთ, სადაც ანასტასიამ და ლუკამ სასწაული მოახერხეს და საბოლოოდ, ევროპული ბრინჯაო მოიგეს, ბოსტონშიც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.


პირველ ადგილზე გადასასვლელად, მეტელკინასა და ბერულავას წყვილს ამ გამოსვლით შეეძლოთ, თავისუფალ პროგრამაში პირველ ადგილზე გადასვლა, თუმცა, საბოლოოდ მიღებული  130.53 (66.16 /64.37) ქულით, თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მესამე შედეგი დააფიქსირეს. ეს, ქართული წყვილის საუკეთესო შედეგთან ახლოსაც არ იყო. მეტელკინასა და ბერულავას აშკარად ემჩნეოდათ ნერვიულობა. პირველი შეცდომა მესამე ელემენტის, სამმაგი ტულუპიდან გამოსვლის დროს ლუკამ დაუშვა, რასაც, მომდევნო ემემენტზე, სროლაში სამმაგი ფლიპიდან გამოსვლისას, მცირედით ხარვეზი ჰქონდა ანასტასიას. ანალოგიური ხარვეზით შეასრულა წყვილმა მეექვსე ელემენტიც. ქართული წყვილის გამოსვლის კომენტირებისას, ISU-ს კომენტატორები ცალსახად აკეთებდნენ აქცენტს, რომ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ციგურაობის საბაზისო ტექნიკა და შესაძლებლობები, მათ მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, საკმაოდ თვალშისაცემია და რომ ეს არის წყვილი, რომელსაც ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს.


ამჯერად კი, თავისუფალ პროგრამაში მეტელკინა და ბერულავა, მე-6 ადგილზე აღმოჩნდნენ, თუმცა ორი პროგრამის ჯამში, 202.21 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკამდე მხოლოდ, 8.26 ქულა დააკლდათ. ბუნებრივია, ეს მსოფლიო ჩემპიონატიც, ქართული წყვილისთვის, რომელიც გამოსვლიდან გამოსვლამდე პროგრესირებს, კარგი გაკვეთილი იქნება.


სპორტულ წყვილებში კი, გამარჯვებული იაპონელები რიკუ მიურა და რიუჩი კიჰარა გახდნენ. სხვათა შორის, რუკუმაც ანასტასიას მსგავსი შეცდომები დაუშვა და მხოლოდ, მოკლე პროგრამის ხარჯზე დაგროვებული ქულებით მოახერხა გადაესწრო გერმანული წყვილისთვის მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინისთვის, რომლებმაც, თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ იციგურავეს და ამ დღის გამარჯვებულებიც გახნენ, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.


აქვე გეტყვით, რომ დღეს, ასპარეზობას სპორტულ ცეკვებში, დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი დაიწყებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ დიანა და გლებიც, მოახერხებენ თავისუფალ პროგრამაში გადასვლას და უკვე ხვალ, ნიკა ეგაძესთან ერთად, ქართული გუნდისთვის კიდევ ორ ოლიმპიურ საგზურსაც მოიპოვებენ.


საბედნიეროდ, მოკლე პროგრამისდააგროვეს და პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს, თუმცა, მათ შემდეგ კიდევ სამი გამომსვლელი