მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ, ნიკა ეგაძე მეექვსეა
მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ, ნიკა ეგაძე მეექვსეა
28.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ცოტა ხნის წინ ბოსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ასპარეზობა დაასრულეს მამაკაცებმა. მოკლე პროგრამაში 39 მონაწილეს შორის იყო, საქართველოს წარმომადგენელიც ნიკა ეგაძე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ბოლოს წინა გუნდში, მეოთხე ნომრად დაიწყო.


ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, 31 მონაწილეს შორის, ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულა 51.61 დააგროვა, პროგრამულ ნაწილში 38.78 ქულა მიიღო და საერთო ჯამში, 90.39 ქულით პირველი შედეგი აჩვენა. თუმცა, ნიკას შემდეგ, კიდევ რჩეოდა, 8 გამომსვლელი და შეჯიბრის დასრულებამდე, რაც იყო გარკვეული, ის, რომ თავისუფალ პროგრამაში ქართველი სპორტსმენი იასპარეზებდა.


საბოლოოდ, ნიკა ეგაძეს გადასწრება, მხოლოდ, ხუთმა მოციგურავემ მოახერხა და შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაში ქართველი ყინულზე ფინალურ ექვსეულთან ერთად გამოვა. ამ მომენტისთვის, კაცებს შორის, 110.41 ქულით ლიდერობს აშშ-ს წარმომადგენელი ილია მალინინი. ოქროს მედლისთვის მას კონკურენციას, იაპონელი იუმა კაგიამა გაუწევს, რომელსაც მოკლე პროგრამის შემდეგ, 107.09 ქულა აქვს. აი, ნიკას, კი, კარგი შანსი აქვს, იბრძოლოს ბრინჯაოს მედლისთვის, ვინაიდან, ფინალური ექვსეულის დარჩენილ ოთხ მონაწილის შედეგებს შორის საკმაოდ მცირე სხვაობაა.


თავისუფალი პროგრამით, ნიკა ეგაძე 29 მარტს იასპარეზებს. რამდენიმე საათში, ყინულზე ჩვენი სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა შეეცდებიან მედლების მოგებას. ხვალ კი, ასპარეზობას სპორტულ ცეკვებში, დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი დაიწყებენ.


აქვე შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამაში წარუმატებლად იასპარეზა ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ და შესაბამისად, მედლებისთვის ბრძოლასაც გამოეთიშა და ოლიმპიური თამაშების საგზურის მიღებაც გადაავადა.