საქართველოს ქალთა ეროვნულმა აპრილის თამაშებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა აპრილის თამაშებისთვის მზადება დაიწყო
27.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალთა შორის, უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის აპრილის თამაშებისთვის დაიწყო მზადება. ირის ანტმანის გუნდი 4 და 8 აპრილს მალტას დაუპირისპირდება. თავდაპირველად, ჩვენი გოგონები თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შეხვდებიან მეტოქეს, 8 აპრილს კი, სტუმრად, ტაქალიში საპასუხო შეხვედრას გამართავენ.


აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ირის ანტმანის გუნდი მალტას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში, 4 აპრილს გაიმართება, 8 აპრილს კი, ჩვენი გუნდი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.


მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" შეიკრიბა და 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება, რომელთა შორის არია, საქართველოს ქალთა ლიგის მონაწილე გუნდების „ლანჩხუთის", „სამეგრელოს", „კვარტალის", „ნიკე-ლუსოს", „რაჭა 2020"-ის, „ელიტას" ფეხბურთელები. ლეგიონერთაგან, ამ ჯერზე ნაკრებში მაიკო ბებია და თამარ ქველიძე მოხვდნენ.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა ხატია ჭყონია. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთმა თვითმყოფადმა ფეხბურთელმა გემახსოვრებად, სანაკრებო თამაშის დროს ტრავმა მიიღო და დასჭირდა ხანგრძილივი რეაბილიტაციის გავლა. დღეს კი, ხატია, ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.


მეკარე: თათია გაბუნია ("ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია ("ნიკე-ლუსო", თბილისი);  დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი ("ნიკე-ლუსო", თბილისი), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფო ნარსია ("ნიკე-ლუსო", თბილისი), სალომე გასვიანი ("ნიკე-ლუსო", თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი", გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა ("ელიტა", თბილისი), ანი აკობიძე ("ლანჩხუთი"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია ("ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი", თბილისი), ნათია დანელია ("ნიკე-ლუსო", თბილისი), ლიზი მწყერაშვილი ("ნიკე-ლუსო", თბილისი), ტატიანა მატვეევა ("ლანჩხუთი"), ანანო წიქარიძე ("ლანჩხუთი"), კესო მეტონიძე ("რაჭა 2020", ამბროლაური) მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი", თურქეთი), თინათინ ამბალია ("კვარტალი", თბილისი), ნინი ბუხრიკიძე ("ნიკე-ლუსო", თბილისი), თეონა ბაქრაძე ("ნიკე-ლუსო", თბილისი), ნათელა წოწერია ("კვარტალი", თბილისი), ხატია ჭყონია ("ნიკე-ლუსო", თბილისი),


მიმდინარე გათამაშებაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები არიან ანდორას, მალტასა და კვიპროსის ნაკრებები. ორი სათამაშო დღის შემდეგ, ქართველთა გუნდს 3 ქულა აქვს. ჯგუფის მოგების შემთხვევაში, ჩვენი გოგონებით ერთი ლიგით აიწევენ და მომდევნო გათამაშებაში B დივიზიონში იასპარეზებენ.