საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს
26.03.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს. 


ჩვენი გუნდის მეტოქე ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩი 5 ივნისს, თბილისში გაიმართება. 


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის და ბულგარეთის ნაკრებები არიან. მატჩები 2025 წლის შემოდგომაზე გაიმართება.