
როდესაც საპასუხო მატჩი გაქვს, მაშინაც კი, თუ პირველ, თან გასვლით შეხვედრაში 0-3 გაქვს მოგებული, საპასუხო მატჩის წინ, სიმშვიდის შენარჩუნება ყველაზე ღირსეულია. ასე იყო დღეს, ვილი სანიოლი, ქართველთა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც მატჩამდე, მედიასთან შეხვედრისას, იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ, გამარჯვებული მისი გუნდი, საქართველო იქნებოდა.
„თბილისურ შეხვედრაში, გვექება ცვლილებები, რადგან დაბრუნდება კაშია, დაბრუნდება კვარაცხელია. ასე, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება... ისიც ვიცით, რომ ბურთებში ჩვენს სასარგებლოდ არის სხვაობა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვართ ფოკუსირებული მოგებაზე და მოედანზე ვინც არ უნდა იყოს, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ საქართველოს ნაკრებში თამაშს", - ამბობს ვილი სანიოლი, უკვე დღეს, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ფეხბურთელებს, საკმაოდ კარგი საკლუბო ისტორია აქვთ, განსაკუთრებით, სანაკრებო შეკრებამდე, გამართული ტურების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, მოლოდინი რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა იყო. მეც არ ვეკუთვნი, მედიის იმ ნაწილს, რომელიც ყოველ წუთს, რადგან მისია, ქება-დიდებას ასხავს. მარტივად, ნოემბრის შემდეგ, ნაკრებს ერთად არ უთამაშია. ამას გარდა, გუნდში არ იყვნენ კაშია და კვარაცხელია, რომლებიც თავის პოზიციებზე, ვილის საქართველოს ნაკრებისთვის, რეალურად, შეუცვლელები არიან. შესაბამისად, სანიოლს მოუხდა „იმპროვიზება", რომლის შესახებაც, მატჩის შემდეგ ასეთი შინაარსის კომენტარს გააკეთებს.
„ოქტომბერ-ნოემბერში, ბევრი პრობლემა, თამაშის დასაწყისი იყო, რადგან კარგად ვერ ვიწყებდით. ახლა, შევეცადეთ გაგვეკონტროლებინა თამაში და ამით, გაგვეადვილებინა თამაში. როცა გაგაქვს, ფლობ ბურთს, როცა გაქვს მომენტები, უნდა გაიტანო. ჩვენ ეს, გავაკეთეთ პირველ ტაიმში. გავიადვილეთ ამით თამაში. გამომდინარე იქიდან, რომ არ გვყავდა კაშია, გადავწყვიტეთ, ოდნავ შეგვეცვალა და ლოჩოშვილი-გოგლიჩიძით გვეთამაშა. ვეცადეთ, რაღაც სიახლე გაგვეკეთებინა და მიხარია, რომ დაცვამ კარგად ითამაშა. დაახლოებით, ასეთ, მკაცრ დაცვას ვითამაშებთ თბილისშიც და შევეცდებით, პირველი ბურთი ჩვენი იყოს", - ამბობს სანიოლი.
რადგან სიტყვამ ლოჩოშვილი მოიტანა, ვიტყვით, რომ ვილის ინფორმაციით და ჩვენი წყაროებით გარკვეულითაც, მისი ტრავმა არაა სერიოზული და ლუკაც, კლუბს მშვიდად დაუბრუნდება. ამას, გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისურ შეხვედრაში კაში დაბრუნდება, სანიოლი ფიქრობს, რომ ლოჩოშვილს, საპასუხო მატჩში დაასვენებს. თუმცა, აქვე დასძენს, რომ დღეს, „ლოჩოს", კარგი თამაში ჰქონდა და ამით, ქართველთა მწვრთნელი ძალიან გახარებულია.
სხვათა შორის, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომეხთა მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვან'ტ სხიპი კიდევ ერთხელ გამოთქვამს თავსი, დამოკიდებულებას ქართველთა გუნდის მიმართ.
„მთავარი სხვაობა იყო, ხარისხში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის. საქართველო არის შემდგარი გუნდი. შედეგი, გამომდინარე აქედან შესაბამისია. ჩვენ დავუშვით, ბევრი შეცდომები. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც სომხეთის ნაკრებსაც შეეძლო გატანა. ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებში, ყველა მოთამაშე, ბურთან არის კარგად და თამაშობენ გუნდისთვის და ეს არის გუნდი, არა ცალკეული მოთამაშე. მათგან უნდა ვისწავლოთ. რეალურად სამი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა და ეს, სამ გოლად დაგვიჯდა. სომხეთის ნაკრებში, ბევრია გასაკეთებელი, რადგან ის ჯერ არ არის იმ დონესთან მიახლოებული, როგორიც საქართველოს აქვს. მათგან კიდევ ვიმეორებ, ბევრი უნდა ვისწავლოთ, რათა, ჩვენი სათამაშო დონე ამაღლდეს. გავაკეთებ თუ არა, საპასუხო თამაშზე ცვლილებებს? ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ სხვა ფეხბურთელებსაც მიცემა საშუალება ითამაშონ. მომავალში კი, სხვა ფეხბურთელებსაც შევხედავთ", - ამბობს ჯონ ვან'ტ სხიპი.
თუმცა, სომხებმა აქტიურად დაიწყეს. რამდენჯერმე, გიორგი მამარდაშვილსაც გამოუჩნდა საქმე. თუმცა, დღეს, მასპინძლები უფრო აქტიურები, შეხვედრის პირველ წუთებში იყვნენ. იმ პირველ წუთებში, რომელზეც 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერთან კონტექსტში სანიოლმაც გაამახვილა ყურადღება. თუმცა, ამჯერად, დაცვის ხაზმა უნაკლოდ ითამაშა. კიდევ ერთი დეტალი, ალბათ, სომეხთა მწვრთნელმა, რომელიც „აიაქსში" არ სწყალობდა გიორგი მიქაუტაძეს და რომელმაც მატჩამდე აღიარა, რომ ჟორჟის წარმატებული კარიერა აქვს „ლიონში", თავის გუნდს, სწორედ „ბომბარდირის" ჩაკეტვა დაავალა. აი, საწყის წუთებში, პირველ გოლამდე, მიქაუტაძეს თითქოს ბურთი დაუმალეს. თუმცა, „ჯადო", გიორგი ქოჩორაშვილის გოლმა ახსნა. „კაპიტან ამერიკამ" ანგარიში გახსნა, „ბომბარდირმა" კი, ორი გაიტანა და ცოტა დააკლდა ჰეთ-თრიქამდე. ალბათ, ქართველ ქომაგს, ყველაზე მეტად რაც გაუხარდა, „აიაქსის" პერიოდის ჟორჟია, რომელმაც, დღეს, „შური იძია". შურის რა გითხრათ, თუმცა, დამტკიცებით, კი დაუმტკიცა, რომ სხიპი, ცდებოდა, როცა მას არ ენდობოდა.
„მიქაუტაძემ კარგად ითამაშა. სომხეთის ნაკრების თამაში, კარგად გვგქონდა შესწავლილი. ბევრი ვიდეო გვქონდა ნანახი და ვიცოდით, რომ ამ (ლაპარაკია ჟორჟის სათამაშო პოზიციაზე) ადგილას იქნებოდა სივრცე. ამასთან, გავითვალისწინეთ მიქაუტაძის სისწრაფე და ის გამოვიდა, რაც გვინდოდა. ვფიქრობ, რომ კარად ვითამაშეთ და ასე გავაგრძელებთ", - ამბობს სანიოლი.
იმიტომ არა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენ 0-2-ს ვიგებდით, მეორე ტაიმში ქართველთა გუნდი უფრო კონცენტრირებული იყო პირველი წუთებიდან და რაც ყველაზე სასიამოვნო იყო, თამაშის დროს, ბევრი პოზიციური ცვლილების მომსწრე გავხდით. ბუნებრივია, ამას, ყველა მეტოქესთან ვერ გააკეთებ, მაგრამ დღეს, ამის შესაძლებლობა იყო. საქართველოს ნაკრებმა 0-3 (სტატისტიკა) მოიგო.
და ბოლოს, არ შემიძლია არ ვთქვა ქომაგობაზე, მასპინძელი სომხების „შავოსნებზეც", რომლებიც პირადად მე 2023 წელს სომხეთი-თურქეთის თამაშზე გავიცანი და ჩვენებზეც... არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დღეს ერევანი, ქართული დესანტის გამოჩენით მცირე შოკში იყო.
თუმცა, ამის შესახებ, უფრო დასვენებულ გონებაზე და დღეს, ალბათ, უფრო არა. საქართველოს ნაკრები, მალე ერევნიდან თბილისში გამოფრინდება. სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში კი, ამ წუთებშიც ისმის შეძახილები „სა-ქარ-თველო!"
სპეციალურად ერევნიდან