საქართველო - მაგალითი როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი პატარა ქვეყანაში
საქართველო - მაგალითი როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი პატარა ქვეყანაში
20.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, წვიმის კვალობაზე, რაც მოვასწარი და ჩვენი მეზობელი ქვეყნის დედაქალაქი მოვინახულე, წვიმის და მატჩის წინა დღის გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ქალაქს ემჩნეოდა, საფეხბურთო კავკასიური დერბის (სომხეთი-საქართველო) მოლოდინი. თუმცა, თუკი, ორი წლის წინანდელ დრეებს, დაახლოებით ამ პერიოდისას გავიხსენებ, თამაშის დღემდე (სომხეთი-თურქეთი), არც მაშინ ემჩნეოდა ერევან'ტს, რომლის ცენტრიც ყოველ ჩამოსვლაზე, უფრო და უფრო დახვეწილი და გამოცოცხლებული მხვდება, ფეხბურთის დღის მოახლოება. თუმცა, მაშინ, 2023 წელს თამაშის დღეს, სომხებმა დილიდან დაიწყეს ქუჩებში მოძრაობა და ადგილობრივი გულშემატკივრის შეგულიანება. დღეს, ჯერ-ჯერობით სიჩუმეა და მხოლოდ გარშემო და მე, ერთ-ერთ პრესტიჟულ ქუჩაზე დავბინავდი ამჯერად, იქ ახლოს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებია, პოლიციის მანქანებში, პოლიციელების ჩალაპარაკებისა და მშენებლობის ხმა ისმის (გარშემო, ახალი კორპუსები და სასტუმროები შენდება). თუმცა, ბოლო დროს სომეხი ქომაგებისა და ადგილობრივი ფედერაციის უთანხმოების გამო, შესაძლოა არც არაფერი მოხდეს.

მოკლედ, ჯერ არ წვიმს, პროგნოზით, ისევ უნდა გაწვიმდეს და სანამ ეს მოხდება, შევეცდები, მოკლედ დავწერო პატარა სტატია, გუშინდელი დღიდან და შემდეგ, ქართულ სოციალურ ქსელში აგორებული, თითიდან გამოწოვილი ტყუილის გამო. კერძოდ, ვითომ სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი -ოფში ერევან'ტში მოგება და თბილისში ფრე დაგეგმა. ვერ გეტყვით, აღნიშნულ პრეს-კონფერენციას დავესწარი, ვიმუშავე და იმდენი ინგლისური ნამდვილად მესმის, რომ ეს გამეგო.



სხიპი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს, თავი ყველაზე მეტად, ჩვენი გიორგი მიქაუტაძის „ჩაგვრის" (ნახეთ, ბრჭყალებში ჩავსვი სიტყვა) გამო, ყველაზე კარგად გვახსოვს, ფიქრობს, რომ სამი კვირა, რაც ის გუნდს შეუერთდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპზე რაიმე ამბიცია ჰქონდეს. იცის, მხოლოდ, რომ როგორც მწვრთნელმა, მან გუნდს მოტივაცია უნდა მისცეს და მინდორზე მოსაგებად დამოძღვროს. ამაში, მგონი ცუდი და უჩვეულო არაფერია ხომ?


ამას გარდა, სომეხთა მთავარი მწვერთნელი, მისი სომხეთში ყოფნის პერიოდში, კმაყოფილია ყველაფრით, საჭმლით, ხალხით, ამინდით, მხოლოდ გუშინდლამდეო - სიცილით გაუსვა ამ გარემოებას  ხაზი. მოგეხსენებათ, მეზობელ სომხეთშიც, ისევე, როგორც საქართველოში ზამთარმა, დროებით დაბრუნება ისურვა და 30 გრადუსამდე სიცხეს, აქაც, მკვეთრი აციება, წვიმა, თოვლი და უამინდობა მოჰყვა.  რაც შეეხება ფეხბურთს, „აიაქისია" და „საბერძნეთის" თავკაცი მიიჩნევს, რომ ის, ორიენტირებული უფრო შემოდგომისკენ არის, როდესაც, ის გუნდს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის თამაში მოუწევს. მანამდე კი, გუნდის გაცნობას და შესწავლას უნდა მოანდომოს. რა თქმა უნდა, კარზე მომდგარ ფლეი-ოფში, კარგად თამაშის პარალელურად.



„სომხეთის ნაკრებში ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშია. უახლოესი მიზანი კი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ კარგი ასპარეზობა და მათთვის კონკურენციის გაწევაა.


ვიცნობ თუ არა სომეხ ფეხბურთელებს? ბოლო 3 კვირის განმავლობაში შიდა ჩემპიონატის არაერთი მატჩი ვნახე. ნაკრებშიც რამდენიმე მოთამაშე მოვიწვიეთ. იმედი მაქვს, სომეხი ფეხბურთელები დონეს კიდევ უფრო აიმაღლებენ და უკეთეს გუნდებშიც გადავლენ.


აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, ფეხბურთელების გასაცნობად დიდი დრო არ მქონია, თუმცა გარკვეული პროგრესი გვაქვს, მოთამაშეებსაც ჩემი ესმით და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.


ხვალინდელ მატჩში ორი მნიშვნელოვან'ტი ფეხბურთელი, სხვადასხვა მიზეზით არ გვეყოლება და ეს ჩვენი გუნდისთვის დანაკლისი იქნება.


შევეცდები გავაკეთო ისეთი სტილის გუნდი, როგორიც ჩემი მწვრთნელობის დროს, საბერძნეთი ნაკრები და „აიაქსი" იყო", - ამბობს ვან'ტ სხიპი.



სხვათა შორის, სტატიის დასაწყისში ვახსენე, სომხეთის თურქეთთან თამაში. მაშინ, ზუსტად თამაშამდე, რამდენიმე კვირით ადრე, გუნდს ახალი, რუსი ეროვნების მწვრთნელი დაუნიშნეს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ენაც კარგად მესმის, შემიძლია, გავიხსენო სიტყვა სიტყვით, პირველი ფრაზა, რაც რუსმა სპეციალისტმა იმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე თქვა: „გუნდში ახალი დანიშნული ვარ და არ მქონდა დრო, ფეხბურთელები კარგად გამეცნო. ამიტომ, დამჭირდება დრო, მათ გასაცნობად და შესასწავლად და ხვალინდელი თამაშიდან გამომდინარე, ნუ განმსჯით  და დასკვნებიც არ გააკეთოთ, დრო არის საჭირო"-ო. ამის შემდეგ, პირველივე შეკითხვა სომეხი კოლეგისგან იყო, ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუკი, ხვალ წააგებთ, სომხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე უარს იტყვითო? ჰოდა, სულაც არ მიკვირს, რომ ადგილობრივი, თუ სენსაციისა და ვითარების დაძაბვის მოყვარული მედიის მიხედვით, ჯონ ვან'ტ სხიპმა, სომხეთის ნაკრებისთვის, ფლეი-ოფში 4 ქულა „დაგეგმა", ერევან'ტში მოგებით და თბილისში ფრედ დასრულებული შეხვედრების გათვლით. მსგავსი რამ მას არ უთქვამს. სხვათა შორის, მეც დავეჭვდი, რამე ხომ არ მეშლება ან გამომრჩათქო და ჩემს კოლეგებთანაც გადავამოწმე. არა, ყველაფერი სწორად მახსოვს.


რაც შეეხება ქართველების უფრო დიდ ინტერესსა და კითხვებს, ეს იყო გიორგი მიქაუტაძეთან დაკავშირებული საკითხი, რადგან სომეხთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომლის შესახებაც კითხვა ქართველებმა დასვეს.



„გიორგის „აიაქსში" საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა და ეს ძირითადად, ჩუბა აკპომსა და ბრაიან ბრობისთან კონკურენციის გამო იყო. ასევე, მას ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნა უწევდა. ახლა მოხარული ვარ, რომ მისი კარიერა კარგად ვითარდება და გიორგი მიქაუტაძე თავის მაღალ დონეს "ლიონში" ამტკიცებს", - ამბობს ჯონ ვან'ტ სხიპი.


რაც შეეხება ქართველთა ნაკრებს და ზოგადად, მეტოქე გუნდის შესახებ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას - ძალიან მისასალმებელია ის გარემოება, რომ ისეთმა პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა საკმაოდ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში და ეს გარემოება მისასალმებელია. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლიაო, ამბობს სომეხთა გუნდის თავკაცი.


„ის ფეხბურთი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა არის მისასალმებელი. მათ, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ისინი სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ზუსტად იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ. ჩვენთვის მათ წინააღმდეგ გამოსვლა დიდი გამოწვევაა. ეს გუნდი მაგალითია, როგორ უნდა მიაღწიოს პატარა ქვეყანამ დიდ წარმატებას და ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ. ამას გარდა, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე კვლავ განვითარების პროცესშია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატიც და ისიც, რა იყო აქამდე სხვაა და ხვალ სხვა თამაშია. ვეცდებით ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენც გვაქვს ჩვენი მიზნები", - ამბობს მოწინააღმდეგის მთავარი მწვრთნელი, რომელიც არ მალავს, და რა დასამალია, რომ მეტოქე გუნდის თამაში შესწავლილიც აქვს.



და ბოლოს, 2020 წლის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები ორჯერ დაუპირისპირდა სომხეთს. იმ თამაშებში მონაწილეობა, ვარასტარ ჰაროიანმაც მიიღო, რომლის ბებიაც, თუ არ ვცდები თბილისში ცხოვრობდა, შესაბამისად, ქართულიც ესმის და ჩვენც კარგად გვიცნობს. მათ შორის ქართველ ფეხბურთელებს, ამიტომ პირველი რაც სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, გუშინ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა იყო, საქართველოს ნაკრების მიმართ გამოხატული ემოცია, ევრო 2024-დან გამომდინარე.


„მე არ მქონდა შანსი მიმელოცა ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროზე კვალიფიკაცია... რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს პირადად ვიცნობ და როდესაც ვნახავ, აუცილებლად მივულოცავ. ხვალ (უკვე დღეს) კი, ველოდებით კარგ თამაშს, ამასთანავე, გვქვს დიდი ამბიცია და მოლოდინი",  - ამბობს ჰარიიანი.


დღეს, სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. ასე, რომ ვინც ვერ მოახერხეთ ერევანში ჩამოსვლა და ბილეთების შეძენა, საზოგადოებრივი მაუწყებლით, ამ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვაც შეგიძლიათ.