
თბილისის გრან სლემის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ქართული გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ტურნირამდე ერთი დღით ადრე, ასპარეზობას ლაშა ბექაური ჩაეხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველებს, ბიჭებში ყველა წონაში 4-4 წარმომადგენელი გვყავდა, ლაშას გამოკლების შემდეგ, ერთ ვაკანტურ ადგილზე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თამაზ კობერიძე დაემატა.
კიდევ ერთი ცვლილება გოგონათა ასაკობრივ კატეგორიებშია. აქაც, ოთხი გოგონა ჯუდოკა იყო წარმოდგენილი -57 კგ წონით კატეგორიაში, თუმცა, ფედერაციის საბოლოო განაცხადში, რომელიც IJF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბოლოს
სულ რაღაც ორი დღე დარჩა თბილისის გრან სლემის დაწყებამდე! -57კგ წონით კატეგორიაში აღარ იასპარეზებს სოფიო ბედოშვილი, თუმცა, ერთი გოგონა დაემატა ქართველთა გუნდის განაცხადს -52 კგ წონით კატეგორიაში და აქ ორი გოგონა გვეყოლება თბილისურ გრან სლემზე - ანა მორგოშიასთან ერთად, თამარ სუხიაშვილიც იასპარეზებს.
ვაჟები:
-60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
-66 კგ - თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
-81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
-90 კგ - ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.
-100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
გოგონები:
-48 კგ - ჯულიეტა როდონაია.
-52 კგ - ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი.
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური.
-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი.
-70 კგ - მარიამ ჭანტურია.
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან სლემი 21-23 მარტს „თბილისი არენაზე" გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.