საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მარცხით დაიწყო
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მარცხით დაიწყო
19.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ასპარეზობა მარცხით დაიწყო. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა გოლი, მე-17 წუთზე გაუშვა. ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გუნდი, როგორც ჩანს, ასეთ დასაწყისს არ ელოდა და თამაში კი, მსაჯების მიერ ნაჩვენები ყვითელი ბარათების რაოდენობითაც კარგად ჩანს, რომ საკმაოდ უხეში იყო, ორივე გუნდის მხრიდან. სხვა თუ არაფერი, ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების კარში ამ დღეს ორი 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელთაგან ერთის გატანა, პოლონელებმა მოახერხეს, მეორე კი, მათე საურმა მოიგერია. საბოლოოდ, პოლონეთის ნაკრებმა 3-0 მოგვიგო და ახლა, საქართველოს სამწვრთნელო შტაბს, მოსაფიქრებელი აქვს, მომდევნო ორ შეხვედრაში სლოვაკეთისა (22 მარტს) და მონტენეგროს (25 მარტს) წინააღმდეგ, მორალურად, როგორ დაალაგოს გუნდი, რომლის მიზანიც, საქართველოში ჩატარებული ელიტ რაუნდიდან, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყო, თუმცა, ახლა, ეს მისია, მხოლოდ, საქართველოს ნაკრების მონდომებაზეც და თუნდაც, დარჩენილ ორ თამაშში, მაქსიმალური ქულების აღებაზე აღარ არის დამოკიდებული.


მომდევნო შეხვედრას, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, კვლავ მიხეილ მესიხ 2-ზე, კვლავ 19:00 საათზე გამართავს და 22 მარტს სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


პოლონეთისა და საქართველოსა 19-წლამდე ნაკრებების შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. ამ თამაშამდე, რამდენიმე საათით ადრე კი, პეტრო არენაზე, მონტენეგროსა და სლოვაკეთის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ასე, რომ პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ელიტ რაუნდის მეორე ჯგუფში საქართველო, ჯერ-ჯერობით, ბოლო, მე-4 ადგილზეა.



ფოტო: გვანცა ხუციშვილი