
26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ალბანეთში, 2025 წლის რიგით მეორე სარეიტინგო ტურნირი გაიმართება ჭიდაობაში. ამ დღეებში, ტირანა, საერთო ჯამში 500-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს, რომელთა შორის მრავალი მოქმედი ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონი იქნება. უკვე ცნობილია, რომ უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ ირანის, იაპონიის, უკრაინის, სომხეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და აშშ ნაკრებები. სოლიდური შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:
57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - გიორგი ღონიაშვილი, დავით აბდალაძე
65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი
70 კგ - აკაკი ქემერტელიძე
74 კგ - გიორგი ელბაქიძე, ოთარ ბაგაური
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, თორნიკე თულაშვილი
86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი, თამაზ ნიკოლეიშვილი
92 კგ - მირიან მაისურაძე, თეიმურაზ ქოჩქიანი
97 კგ - დავით ფირუზაშვილი
125 კგ - სოლომონ მანაშვილი, გივი მაჭარაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მედლებისთვის 26 ( 57კგ, 61კგ, 65კგ, 70კგ, 74კგ და 86 კგ) და 27 თებერვალს (79კგ, 92კგ, 97 კგ 125 კგ) იბრძოლებენ და იმედია წარმატებულადაც.