ქართული გუნდი უნგრეთში მედლებისთვის იბრძოლებს
ქართული გუნდი უნგრეთში მედლებისთვის იბრძოლებს
24.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ISU-ს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ხვალიდან, 25 თებერვლიდან, 2 მარტის ჩათვლით უნგრეთში გაიმართება. 1976 წლიდან, მას შემდეგ რაც აღნიშნულმა ტურნირმა აიღო სტარტი მასში მონაწილეობა სენიორებს შორის ბევრმა მომავალმა მსოფლიოსა თუ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა მიიღო.


ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო სამ დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი - ქალთა ერთეულთა თანრიგში ევროპული ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული ინგა გურგენიძე იასპარეზებს, ვაჟთა შორის იასპარეზებს კონსტანტინე სუპატაშვილი, სპორტულ წყვილებში კი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. სხვათა შორის ლუკას, აღნიშნული ჩემპიონატი კიდევ ერთ მეწყვილესთან კარინა საფინასთან ერთად, 2022 წელსაც აქვს მოგებული. ამასთან ჩვენი წყვილისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატის ასაკობრივი შეზღუდვიდან გამომდინარე წელს ბოლო იქნება, ასე, რომ ლუკა და ანასტასია ყველანაირად შეეცდებიან ტიტულის შენარჩუნებას.


აქვე გეტყვით, რომ ამჯერად, გოგონების კატეგორიაში მსაჯთა შემადგენლობაში იქნება საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.