საქართველოს ნაკრები სერბეთშია და ჯგუფის ბოლო შეკრებისთვის მოსამზადებლად მზადაა
საქართველოს ნაკრები სერბეთშია და ჯგუფის ბოლო შეკრებისთვის მოსამზადებლად მზადაა
22.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრის ჩასატარებლად ბელგრადში გაემგზავრა. სერბეთის ნაკრებს, სერბი მთავარი მწვრთნელის ალეკსანდარ ჯიკიჩს გაწვრთნილი გუნდი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. სერბეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის პარალელურად დაიწყება G ჯგუფის მეორე შეხვედრაც დანიისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. თუმცა, ამ ჯგუფში უკვე ყველაფერი გარკვეულია და რეალურად 24 თებერვლის შეხვედრებსაც ფორმალური ხასიათი აქვს. ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფიდან პირველადგილოსანი სერბეთ, მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები და ჩემპიონატის მასპინძელი ფინეთის ნაკრებები არიან.


ჯგუფის სატურნირო ცხრილი ერთი ტურით ადრე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე იხილეთ ბმულზე.


ახლა, დარჩენილ შეხვედრაში, ალბათ, ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვადარდებდა და გვაინტერესებდა, ვინ ჩაანაცვლებდა ჩვენი ნაკრების 12-კაციან შემადგენლობაში, კამარა ბოლდუინის, რომელმაც დანიის წინააღმდეგ მატჩამდე ბოლოს ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და შესაბამისად, დანიელებთან თანაგუნდელებს სათადარიგო სკამიდან ამხნევებდა. თუმცა, თამაშის „ფორმალობიდან" გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინსაც. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნული კალათბურთელები გამოცდილი ილია ლონდარიძით, ლუკა ლიკლიკაძითა და ეროვნული ნაკრების დებიუტანტით, სანდრო სანაძით ჩაანაცვლა. ისე, ამ მხრივ საინტერესოა ძმები ერთმანეთთან, სანაკრებო დონეზე როგორ შეთამაშდებიან.


გადახალისებული შემადგენლობით (დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კოსრანტია, ალექსანდრე ფევაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე, ლუკა ლიკლიკაძე, სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი) საქართველოს ნაკრები ბელგრადში 22 თებერვალს საღამოს ჩაფრინდა და სასტუმრო Crown Plaza-ში დაბინავდა და პირველ ვარჯიშს ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში კვირას, 23 თებერვალს ჩაატარებს.