
ზედიზედ მეექვსედ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. G ჯგუფში, ევრობასკეტი 2025-ის საგზურის ბედი, შესარჩევი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დღეს თბილისში, თბილისი არენაზე გაირკვა დანიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. ბუნებრივია, მოგებულებს არ ასამართლებენ და მთელი ის პრობლემები, რაც საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას ნათლად გამოჩნდა ჩვენი გუნდის თამაშში, ყველაზე კარგად ალეკსანდარ ჯიკიჩმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა იცის. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს, ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ, ევრობასკეტზე მოსახვედრად, საკმაოდ მოშვებულ ბეწვის ხიდზე გაიარა. ალბათ, არ მიწყენენ კალათბურთელები, თუ ვიტყვი, რომ იმ ელემენტარული შეცდომებისა და სამი წაგებული მეოთხედის (პირველი 19-21, მესამე 11-20, მეოთხე 14-15) დღეს ჩვენ უფრო გაგვიმართლა, ვიდრე დანიის ნაკრებს.
„ეს იყო რთული თმაში, ისეთი როგორსაც მოველოდით. თებერვლის ფანჯრის პირობაზე, ჩვენ დავუპირისპირდით საკმაოდ ძლიერ გუნდს. ვფიქრობ რომ თებერვალში, ასეთი მომზადებული არც ერთი ქვეყნის ნაკრები არ არის", - ამბობს ალეკსანდარ ჯიკიჩი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე და ხაზსს უსვამს, რომ მის გუნდს მოუწევს პრობლემებზე მუშაობა, რომელთაგან ყველაზე მეტად ფარზე მოხსნების სტატისტიკამ დააფიქრა. „ჩვენ გვქონდა პრობლემა, კამარი, რომელმაც ბოლო ვარჯიშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კოჭი დაიზიანა. მე შემიძლია აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს მოთამაშე. ჩვენმა მოთამაშეებმა მოახერხეს ფოკუსირების შენარჩუნება, როდესაც გაიგეს, რომ თამაში ამ მნიშვნელოვანი ბიჭის გარეშე მოუწევდათ. ეს ძალიან რთულია. შესაბამისად, 40 წუთის მანძილზე, ჩვენ შეგვრჩა ის, რაც გვგქონდა და რაც უნდა გამოგვეყენებინა. ბედნიერი ვარ ბიჭების გამო".
სხვათა შორის, ვიდრე უშუალოდ თამაშზე ვილაპარაკებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ დანიის ნაკრები, თბილისში, შეხვედრამდე 5 დღით ადრე ჩამოვიდა და თბილისი არენას გვარიანადაც შეეჩვია. უბრალოდ, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, რადგან არ მახსენდება, სადმე ჩვენს გუნდს, გასვლაზე, მასპინძელ დარბაზში იმდენი ევარჯიშოს, რამდენიც ევრობასკეტის საგზურის მაძიებელმა დანიამ ეს თბილისში გააკეთა და თბილის არენას გვარიანადაც შეეჩვია. ერთადერთი დისკომფორტი, დღევანდელ შეხვედრაში ქართველი გულშემატკივარი იყო, რომელსაც მთელი შეხვედრის მანძილზე „მეექვსეს სახე" არ დაუკარგავს!
აი, „დაკარგული" კამარ ბოლდუინის ჩანაცვლება, საქართველოს ნაკრებმა სამწუხაროდ ალტერნატიული მოთამაშით ვერ მოახერხა (მიზეზი, ფიბა-ში განაცხადის გაკეთების ვადა ამოწურული იყო). შესაბამისად, ჯიკიჩსს, მნიშვნელოვან მატჩში 12-ის ნაცვლად, ხელში 11 მოთამაშე შერჩა. სასტარტო ხუთეულშიც, კამარის ადგილი გიორგი ოჩხიკიძემ დაიკავა თორნიკე შენგელიასთან, კახაბერ ჯინჭარაძესთან, დუდა სანაძესთან და გიორგი შერმადინთან ერთად.
რაც შეეხება თამაშსს, მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელიც სტუმრებმა ორი ქულით მოიგეს, მათთვის მოულოდნელად გაგრძელდა მეორე მეოთხედში. საქართველოს ნაკრებმა 18-4, მთელი 14 ქულით მოიგო. დიდ შესვენებაზე გუნდები 12 ქულის სხვაობით (37-25) გავიდნენ. რთული სათქმელია, ეს გახდა თუ არა მიზეზი, რომ ქართველთ გუნდი, ოდნავ მოდუნდა და ნაცვლად იმისა, რომ მიღწეული უპირატესობა გაეზარდა, შეცდომებს უმატა. ფარზე მოხსნებს რომ შევეშვათ და აქვე დავძენ, რომ ამ მაჩვენებელში თორნიკე შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო (საბოლოოდ მას 13 მოხსნა დაუგროვდა), ჩვენ მნიშნელოვან მომენტებში რამდენჯერმე გაგვეპარა დრო! კი, ბუნებრივია, დრო შესაძლოა გაგეპაროს, შესაძლოა მეოთხედში ერთხელ მოხდეს ეს, მაგრამ ზედიზედ, რამდენჯერმე? მართლა გვიმართლებდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ამ შანსს, ვერც დანიის ნაკრები იყენებდა, თორემ..
ფაქტია, რომ 15 ქულიანი უპირატესობა, რომელის საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმის საწყის პერიოდში მიპოვა, ნელ-ნელა შემცირდა და საბოლოოდ, რომ არა ბექა ბურჯანაძის ორი ქულა ამ მონაკვეთის დასასრულის მანიშნებელ სირენასთან ერთად, ამ მონაკვეთს მხოლოდ ერთი ქულით მოვიგებდით. თუმცა, ასეც და ისეც, ის ანგარიში რაც ამ დროისთვის ტაბლოზე ეწერა 48-45, რაც საკმაოდ დაბალი შედეგიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გუნდისგან პირადა მე, ცოტა მეტს ველოდი და ეს მხოლოდ კამარის ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო, თუკი ის დღეს მოახერხებდა თამაშს.
მეოთხე მეოთხედში, საქმე ისე მიდიოდა, რომ თუ არ წავაგებდით, ოვერ-ტაიმში მოგვიწევდა თამაში. 14 წამით ადრე, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ანგარიში ფრე 60-60 იყო. ბურთი კი, ქართველებს რჩებოდათ და იმედი, რომ სასწაული მოხდებოდა. ბოლო ბურთი, შესვლაზე საკმაოდ მჭიდრო მეურვეობის ფონზე დუდა სანაძემ ჩააგდო. მსაჯებმა დრო დააკორექტირეს და საბოლოოდ, 6.1 წამით ადრე, ჩვენ ანგარიშში 2 ქულით დავწინაურდით, თუმცა, ბურთი დანიელებს ჰქონდათ, სროლაც მოასწრეს, თუმცა, დროში ვერ ჩაჯდნენ, საქართველოს ნაკრები კი, ჯერ სერბეთთან ბოლო თამაშისთვის, შემდეგ კი, ევრობასკეტისთვის დაიწყებს მზადებას.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. კაპიტნის ანგარიშზე 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 ბლოკია 23% მარგი ქმედების კოეფიციენტით. ალბათ, ერთადერთი რაშიც დღეს თოკოს თანაგუნდელები შეეცილნენ მოპარული ბურთები იყო. ამ მაჩვენებელში ჩვენი გუნდიდან დუდა სანაძე გამოირჩა 2 მოპარვითა და 16 ქულით. სხვათა შორის მატჩის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ 18 ცდიდან 4 ზუსტი 3-ქულიანი სროლიდან ორი სწორედ, დუდა სანაძის ანგარიშზეა. დარჩენილი ორი, თორნიკე შენგელიასა და გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე მოდის. 6-6 ქულა დააგროვეს რატი ანდრონიკაშვილმა და ბექა ბურჯანაძემ. 5 ქულა დაუგროვდა გიორგი ოჩხიკიძეს. მხოლოდ 4 ქულა ეწერა დღევანდელი თამაშის შემდეგ, გიორგი შერმადინის გვარის გასწვრივ, ისევე როგორც ალექსანდრე ფევაძესთან. 2 ქულა გააკეთა კახაბერ ჯინჭარაძემ.
ალბათ გახსოვთ, სტატიის დასაწყისში გითხარით, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჯიკიჩის განკარგულებაში 12-ის ნაცვლად 11 კალათბურთელი იყო. აქედან, ქართველთა გუნდის სერბმა თავკაცმა თამაშის უფლება მხოლოდ ცხრას მისცა.
დღესვე, ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში სერბეთმა სტუმრად ფინეთი, რომელიც შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2025-ის მასპინძელია და ასეც და ისეც ითამაშებდა აღნიშნულ ჩემპიონატზე 95-105 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ბოლო ტურამდე, ევროპის ჩემპიონატის საგზურთან ერთად, 8 ქულით მეორე ადგილზეა საქართველოს ნაკრები, ასე რომ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც 24 თებერვალს ბელგრადში გაიმართება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.