მიქაუტაძისა და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები ცნობილია
მიქაუტაძისა და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები ცნობილია
21.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს გაიმართა უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის წილისყრაც. შეგახსენებთ, რომ ორივე ტურნირში საქართველოს თითო წარმომადგენელი ასპარეზობს - ევროპა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის „ლიონი", კონფერენს ლიგაზე კი, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი".


უეფა-ს ევროპა ლიგა


საინტერესოა, რომ გათამაშების ამ ეტაპზე ორი წყვილი, ე.წ. ლიგის ფაზის დროსაც გადაეყარა ერთმანეთს, თუმცა, ჩვენ ალბათ, ყველაზე მეტად ჟორჟის მომავალი თამაშები გვაინტერესებს. ქართველის „ლიონი" 1/8 ფინალში რუმინულ „სტიაუას" დაუპირისპირდება. აქედან, პირველ შეხვედრა სტუმრად, რუმინეთში ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში კი, მიქაუტაძე და მისი „ლიონი" 1/4 ფინალში „რეალ სოსიედადი" - „მანჩესტერ იუნაიტედი"-ს წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. თუკი, ჟორჟის გუნდი ამ ბარიერს დაძლევს, 1/2 ფინალში მისი მეტოქე „ფენერბახჩე" - „რეინჯერსი" / „რომა" - „ბილბაო"-ს შორის გამარჯვებული იქნება.


1/8 ფინალებში კი, რომლებიც 6 და 13 მარტს გაიმართება, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„პლზენი" - „ლაციო"

„აიაქსი" - „აინტრახტი

„რეალ სოსიედადი" - „მანჩესტერ იუნაიტედი"

„ფენერბახჩე" - „რეინჯერსი"

„ბოდო გლიმტი" - „ოლიმპიაკოსი"

„ალკმაარი" - „ტოტენჰემი"

„სტიაუა" - „ლიონი"

„რომა" - „ბილბაო"


დარჩენილი თამაშების კალენდარი ასეთია:

1/4 ფინალი: 10 და 17 აპრილი

1/2 ფინალი: 1 და 8 მაისი

ფინალი -  21 მაისი, ბილბაო



უეფა-ს ევროპის  კონფერენს ლიგა


უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის 1/8 ლიგაში ითამაშებს გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი", რომელმაც ფლეი-ოფში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს" მოიგო ორი შეხვედრის ჯამში. აღსანიშნავია, რომ „გოჩოლამ" შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და  მეორე დამატებულ ტაიმში, 106 წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ბუდუს, რომლის გუნდიც გამოეთიშა ასპარეზობას, ქართველმა სასტარტოდან დაიწყო და მთელი შეხვედრა ითამაშა.


დღევანდელი წილისყრის შემდეგ, გაირკვა, რომ „გოჩოლას" „კოპენჰაგენი" გათამაშების ამ მერვედფინალში „ჩელსის" დაუკავშირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი გუნდის მოწინააღმდეგე „მიოლდე" -  „ლეგია" გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში კი, „კოპენჰაგენი" 1/2 ფინალში  „პაფოსი" -„იურდორდენი"/„ბორაცი" -   „რაპიდი"-ს გამარჯვებულს შეხვდებიან.


1/8 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„რეალ ბეტისი" -  „გიმარაეში"

„ცელიე" - „ლუგანო"

„ბორაცი" -   „რაპიდი"

„მიოლდე" -  „ლეგია"

„იაგელონია" - „სერკლ ბრიუგე"

„პანათინაიკოსი"  - „ფიორენტინა"

„პაფოსი" -„იურდორდენი"

„კოპენჰაგენი"  - „ჩელსი"


აღნიშნული გათამაშების კალენდარი ასეთია:

1/8 ფინალი: 6 და 13 მარტი

1/4 ფინალი: 10 და 17 აპრილი

1/2 ფინალი: 1 და 8 მაისი

ფინალი: 28 მაისი, ვროცლავი