
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ბევრმა აღიარებულმა ტიპ კლუბმა, საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა მხოლოდ, ფლეი-ოფის დახმარებით მოახერხა. ყოველივე ამის ფონზე საფეხბურთო წრეებში მიიჩნევენ, რომ 31 მაისს, მიუნჰენში მთავარ ჯილდოს სამიდან ერთი „ლივერპული", „რეალი" ან „ბარსელონა" დაეუფლება. სწორედ ამ გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევს დაპირისპირება 4/5 და 11/12 მარტს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს.
უეფა-ში დღეს გამართული წილისყრის შემდეგ, პარიზულ გუნდს მეტოქედ, სწორედ „ლივერპული" შეხვდა. ხვიჩას გუნდი, პირველ მატჩს სახლში გამართავს, საპასუხოს კი, გასვლაზე ინგლისში. 1/8 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი, მას „ბრუგეს"- „ასტონ ვილას" შორის გამარჯვებული დაუწყვილდება.
თუკი პსჟ, 1/4 ფინალის ბარიერსაც გაართმევს თავს, დიდი ალბათობით, მას ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან მადრიდის „რეალთან" მოუწევს 1/2 ფინალში გადაკვეთა. რა თქმა უნდა თუკი, თავის მხრივ „რეალი" ჯერ ესპანურ დერბიში „ატლეტიკოს" ჩამოიცილებს გზიდან.
შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე დაშვებულია ერთმანეთს, ერთი და იმავე ქვეყნის გუნდები დაუპირისპირდნენ. შესაბამისად, დღევანდელი წილისყრის შემდეგ, კიდევ ერთი წყვილი („ბაიერნი" - „ბაიერ ლევერკუზენი") გაარკვევს ამჯერად „ბუნდესლიგურ ამბებს", ჩემპიონთა ლიგის ფორმატში.
1/8 ფინალის ყველა წყვილი:
პსჟ - „ლივერპული"
„რეალი" - „ატლეტიკო"
„ფეიენოორდი" - „ინტერი"
„ბორუსია" - „ლილი"
„ბრიუგე" - „ასტონ ვილა"
პსვ - „არსენალი"
„ბაიერნი" - „ბაიერ ლევერკუზენი"
„ბენფიკა" - „ბარსელონა"
აქვე შეგახსენებთ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების დარჩენილი ეტაპების თარიღებს:
1/8 ფინალი 4/5 და 11/12 მარტი
1/4 ფინალი 8/9 და 15/16 აპრილი
1/2 ფინალი 29/30 აპრილი და 6/7 მაისი
ევროპული მთავარი საკლუბო ტურნირის 70-ე და სახელშეცვლილი ტურნირის 33-ე სეზონი, შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, გერმანიაში, მიუნჰენში დასრულდება.