
პირველი ოქროს მედალი, ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პარა მოფარიკავემ B კატეგორიაში 2023 წლის მოგებული ჩემპიონატის შემდეგ, კვლავ მოახერხა გამარჯვება.
ირმა ხეცურიანმა, ფინალში ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა სამი ქულით დაამარცხა, 15-12. ამ გამარჯვებაში ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ დასაწყისში ქართველი აგებდა, თუმცა, მან შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და საბოლოოდ მსოფლიო თასი დაიბრუნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა პარასპორტსმენმა 1/2 ფინალში იტალიელ ჯულია მარკოვსკას დამაჯერებლად, 15-5 დაამარცხა. სან-პაულოში მოგებული ოქრო ხეცურიანისთვის, რომელიც ტრადიციულად, პარამოფარიკავეთა კვარცხლბეკზე ჩანს, რიგით მე-19 არის.
სან პაულოში მედლების მოპოვებას შეეცდებიან ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც.