
ფეხბურთის მოყვარულთა სასიხარულოდ ამ გუნდებს შორის არის ერთი პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პირველივე ტაიმში გოლი გაიტანა. „კვარას" პირველი გოლი ევროტურნირებზე ახალი კლუბის მაისურით აღმოჩნდა პირველი ქართული გოლი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპების მიღმა გატანილი. შესაბამისად, ყველაზე ოპტიმისტი და ოპერატიული ქართველი ქომაგი, იმედს, იტოვებს, რომ ხვიჩა მომავალ მერვედფინალებშიც გამოიჩენს თავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა, 39-ე წუთზე, ბრეტონული „ბრესტის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, თამაშის მიწურულს საგოლე გადაცემაც მიითვალა და 18 წლის თანაგუნდელს, სენი მაიულუს ევროტურნირებზე სადებიუტო გოლი გაატანინა. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა პსჟ-მ გამანადგურებელი ანგარიშით, 7-0 მოიგო. ორი შეხვედრის ჯამში კი, ფრანგულ დუელში კვარას გუნდმა 10-0 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე, „ლივერულს" ან „ბარსელონას" დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრების წილისყრა ნიონში 21 თებერვალს გაიმართება. კალენდრის მიხედვით, მერვედფინალური შეხვედრები 4/5 და 11/12 მარტს გაიმართება. ფრანგული კლუბი, ზემოთხსენებული ორი მეტოქიდან ნებისმიერის შეხვედრაში, პირველ მატჩს სახლში გამართავს.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის გამარჯვებული 2025 წლის 31 მაისს მიუნჰენში გამოვლინდება.
ფოტო: (C) PSG