
გაიმართა ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები, სადაც საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმაც გამოიჩინეს თავი.
გერმანია
„გუმერსბახი" გასვლით მატჩში 30:35 დამარცხდა „ფლენსბურგთან". საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
რუმინეთი
„ტურდა" სტუმრად „ბუქარესტს" დაუპირისპირდა, დაძაბული შეხვედრა ფრედ, 24-24 დასრულდა. „ტურდას" შემადგელობაში ირაკლი კბილაშვილმა 4 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.
„ტიმიშოარა" სტუმრად ასევე დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთით დამარცხდა „ბაკაუსთან" 32-33. სტუმართა რგებში გიორგი არეშიძეს არ უთამაშია.
სერბეთი
სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლასტიკამ" სტუმრად 28-26 დაამარცხა „ვრანიე", რაშიც თვისი წვლილი მირიან გავაშელიშვილმაც შეიტანა - ქართველი ხელბურთელის ანგარიშზე სამი ასისტია.
სლოვაკეთი
„ჰლოჰოვეცმა" საკუთარ მოედანზე ათბურთიანი სხვაობით დაამარცხა „ზაჰორაცი" 36-26. მასპინძელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ხელბურთელმა ითამაშა - გიგა მელიავამ 6 გოლი გაიტანა, გუგა უთმელიძის ანგარიშზე კი ერთი ზუსტი დარტყმაა.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში „ოჰრიდმა" საკუთარ მოედანზე ორი ბურთით წააგო „პელისტერთან" 25-27. მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი ბურთი თეიმურაზ ორჯონიკიძემ გაიტანა - საქართველოს ნაკრების ლიდერმა ექვსი გოლი მიითვალა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.