17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა
17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა
13.02.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ათენში ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.


ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს. 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს.