ნანა ძაგნიძე და ლევან ფანცულაია საქართველოს ჩემპიონები არიან
ნანა ძაგნიძე და ლევან ფანცულაია საქართველოს ჩემპიონები არიან
13.02.2025
ავტორი: TSFF.Ge

2-12 თებერვალის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო ბილტმორში, ჭადრაკში, საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში, რომელშიც ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ქვეყნის ჩემპიონობის გარდა ევროპის ჩემპიონატის 3-3 საგზურისთვისაც იბრძოდნენ. როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის ტურნირი 9 ტურად, 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით გაიმართა, საპრიზო ფონმა კი 30000 ლარი შეადგინა.


საბოლოოდ, საქართველოს ქალთა რიგით 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ნანა ძაგნიძემ მოიგო. საპრიზო სამეული და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზურები კი ასე განაწილდა:


I ადგილი - ნანა ძაგნიძე - 7 ქულა

II ადგილი - ბელა ხოტენაშვილი -6,5 ქულა;

III ადგილი - მერი არაბიძე - 6 ქულა.


ქალთა პირველობიდან განსხვავებით, ორი წლით უფრო მეტს ითვლის კაცთა ჩემპიონატი, რომელის გამარჯვებულიც 2025 წელს ლევან ფანცულაია გახდა. აქ, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის საგზურები მიიღეს:


I ადგილი - ლევან ფანცულაია - 6,5 ქულა;

II ადგილი - გიგა ყუფარაძე - 6 ქულა;

III ადგილი - თორნიკე სანიკიძე - 5,5 ქულა.



ჭადრაკის ფედერაციის ფოტოები