
საქართველოს ხელბურთს ნაკრების წევრი ნიკოლოზ კალანდაძე საკლუბო კარიერას „პროვანს ექსში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საღამოს, ჯერ ფრანგულმა კლუბმა, შემდეგ კი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც გამოაქვეყნა. 22 წლის ქართველმა ხელბურთელმა, რომელსაც ტრავმის გამო, გასული სეზონი სრულად გაუცდა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
„ნიკოლოზმა უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მოთამაშეა, ტრავმის მიღებამდე საფრანგეთის ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, რაც ადასტურებს, რომ მას დიდი მომავალი აქვს .კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლოზ", - აღნიშნულია კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კალანდაძე „პროვანს ექსიში" გადასვლამდე, სხვა ფრანგულ კლუბში, „შამბერიში" თამაშობდა.
„როდესაც „პროვანს ექსის" წარმომადგენლები ჩემი ტრანსფერით დაინტერესდნენ, ყოფილ თანაგუნდელებს დავუკავშირდი „შამბერიში". მათთან საუბრის შემდეგ ახალი პროექტით დავინტერესდი. სასიამოვნო იყო, რომ მეორედ მიღებული ტრავმის შემდეგ, „პროვანს ექსის" ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა.მინდა, თამაშით სიამოვნება მივიღო და ჩემი ძალისხმევა გუნდის წარმატებისკენ და გამარჯვებებისკენ მივმართო", - ამბობს კალანდაძე.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში „პროვანს ექსს" 15 თამაშის შემდეგ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ნიკას კლუბში სათამაშო დრო და ფორმაში შესვლა, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებსაც წაადგება, რომლის არყოფნაც ჩვენს გუნდს რიგ შემთხვევებში ემჩნეოდა.