2025 წელს მოგებით იწყებს ანა ჯაფარიძე
2025 წელს მოგებით იწყებს ანა ჯაფარიძე
09.02.2025
ავტორი: TSFF.Ge

ქართველი პარა სპორტსმენი, ანა ჯაფარიძე, რომელმაც 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან თავი ყველას გააცნო და შეაყვარა, 2025 წელს გამარჯვებით იწყებს.



ამ დღეებში ანტალიაში, თურქეთის ღია პირველობა ჩატარდა პარა ტაეკვანდოში, რომელშიც 14 ქვეყნის 118 ათლეტმა (77 კაცი, 41 ქალი) მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ტურნირს, რომელიც თურქეთში მეთორმეტედ გაიმართა, პირველად მიენიჭა მსოფლიოს G2 კატეგორია და მედლები Para Taekwondo Poomsae-შიც გათამაშდა, სადაც 69 პარათლეტი (44 კაცი, 25 ქალი) 9 ქვეყნიდან P20, P30, P50, და P70 სპორტულ კლასში ასპარეზობდა. ამას გარდა ტურნირის მონაწილეთა შორის რამდენიმე გამოჩენილი პარა ტაეკვანდოისტიც იყო, რომელთა ჩამონათვალში, იყო ჩვენი ანა ჯაფარიძეც  (K44 -52kg), პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანიც.



თურქეთის ღია პირველობაზე 19 წლის ქართველმა პარა ტაეკვანდოისტმა ქალმა ოქროს მედალი მოიგო. ტურნირში მონაწილე კიდევ ორმა ქართველმა, ლია ჩაჩიბაიამ და გიორგი ნიკოლაძემ კი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.