
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფიბა-ს ევრობასკეტის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზადება დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, თბილისი არენაზე ქართველთა გუნდმა 12 კალათბურთელის შემადგენლობით (ლუკა მაზიაშვილი (ამრა), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), სანდო სანაძე (ზესტაფონი), კახა ჯინჭარაძე (ამრა), დავით კაკუშაძე (ვსა), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია (ორივე ქუთაისი),ილია ლონდარიძე (ბათუმი), გეგი ბაქრაძე (გურჯაანი), ივანე მეგენეიშვილი (ივერიონი)) ივარჯიშა. აღსანიშნავია, ხვალიდან, რომ სერბი სპეციალისტის განკარგულებაში იქნება შეუერთდება 16 წლის მათე ყავლაშვილი, რომელიც გერმანიაში, ევროლიგის NEXT GENERTION-ის ტურნირზე იმყოფებოდა.
უკვე აღნიშნულ მოთამაშეებს, ნაკრების ლეგიონერები თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი) და მათე ხატიაშვილი (ბასკონია U18, ესპანეთი) შეუერთდებიან. საერთო ჯამში, გაფართოებულ შემადგენლობაში ქართველთა სამწვრთნელო შტაბს 20 მოთამაშე ჰყავს, რომელთაგან 14-ის ვინაობას, 17 თებერვალს დაასახელებს.
სწორედ, ამ 14 კალათბურთელს მოუწევს ფიბა-ს თებერვლის ფანჯრის დროს, ჯერ დანიის ნაკრების წინააღმდეგ 21 თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში, სადაც ჰაერივით გვჭირდება გამარჯვება და შემდეგ არის, 24 თებერვალს სერბეთის წინააღმდეგ გასვლით შეხვედრა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, თბილისი არენაზე საქართველოსა და დანიის ნაკრებების თამაში 21:00 დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო