პრინციპები, პასუხისმგებლობა, ოჯახი და აჭარული ცეკვა - უფროსი თოფურიას საჯარო გზავნილები
პრინციპები, პასუხისმგებლობა, ოჯახი და აჭარული ცეკვა - უფროსი თოფურიას საჯარო გზავნილები
09.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მიჭირს თქმა, როგორ ვიგრძნობდი თავს, რომ წამეგო, მაგრამ ახლა თავს, ძალიან კარგად ვგრძნობ", - იტყვის ალექსანდრე თოფურია UFC-ში მოგებული სადებიუტო ბრძოლის შემდეგ. ტრადიციულად, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, ქვეყანას არ ეძინა და კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, გამარჯვებას ზეიმობდა. მართალია, ყველამ მერაბ დვალიშილივით, მასთან ერთად აჭარული ვერ იცეკვა და ალბათ, ვერც კოლბისგან განსხვავებით, ვერც ესპანურ ბარში მიიღო ლუდის დასალევად მოპატიჟება, მაგრამ ქართულ სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, აქ, თითქმის ყველას ეღვიძა.

UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ალექსანდრე თოფურიას ამ ორთაბრძოლამდე, შერეულ ორთაბრძოლებში 5 მოგებული და ერთიც წაგებული შეხვედრა ჰქონდა. მისი მოწინააღმდეგისთვის კი, ქართველთან განცდილი მარცხი პირველი აღმოჩნდა, მანამდე გამართული 7 შეხვედრის შემდეგ.


„ჩემი მოწინააღმდეგე იყო მოწადინებული, რომ ყველასათვის ეჩვენებინა, ალექსანდრე თოფურია არ არის მისი ძმა, ფიქრობდა უკეთესია ჩემზე და შეეცადა გამოეყენებინა ეს შანსი. ეს ბიჭი იყო მოსაგებად მოსული და მე ამას ვგრძნობდი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბრძოლა იყო. ის ბიჭი იმსახურებს UFC-ში ყოფნას, რადგან არის მებრძოლის სული", - ასე კი, ქართველი მოწინააღმდეგეს, ავსტრალიელი კოლბი თიქნესის აფასებს, რომელთანაც მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ბრძოლის დროს, ავსტრალიელს ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ეხმარებოდა.


„მე რა თქმა უნდა მაქვს ამბიცია, მაგრამ არა იმიტომ რომ მსოფლიოს რამე დავუმტკიცო. მე ვიბრძვი ჩემი ოჯახისთვის. ვიბრძვი ჩემი პრინციპებისთვის. მოდი, მსოფლიოს მივცეთ საშუალება, თავად თქვან ჩემს შესახებ. იქნებ, ამით უფრო ბედნიერი ვიყო", - ამბობს თოფურია.


ილია თოფურიას უფროს ძმას, 29 წლის ალექსანდრე კი, რომელმაც სამივე რაუნდი მოიგო, „დამრიგებლებს" შორის ტიტულოვანი უმცროსი ძმა ჰყავდა. მოგვიანებით, იმავე ინტერვიუში (იხილეთ ბმული), რომლის ფრაგმენტებიც ჩვენ შემოგთავაზეთ, ის მოგებული შეხვედრის ტექნოლოგიასა და ტაქტიკაზეც ამბობს რამდენიმე სიტყვით.


„მთელი კვირა ემოციური იყო, კმაყოფილი ვარ. მთელი ამ დროის მანძილზე თავს, მართლა კარგად ვგრძნობდი. როდესაც შენ UFC-ში გაქვს დებიუტი და იცი მიზეზი, რომ შენ გყავს ძმა მსოფლიოს ჩემპიონი, იცი რა მოლოდინი შესაძლოა ჰქონდეს ხალხს. მე ვფიქრობ, ვიბრძოლე და შევძელი, ის რაც შეიძლება UFC-ის ბევრმა მებრძოლმა, რომელსაც უკვე 5-6 ბრძოლა აქვს ჩატარებული ამის გაკეთება ვერ მოახერხა. მოვიგე არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს მე მინდოდა, არამედ იმიტომ რომ მესმოდა ამ შეხვედრის მთელი არსი, არა იმიტომ რომ ვგრძნობდი ზეწოლას, არამედ პასუხისმგებლობის გამო", - ამბობს ალექსანდრე თოფურია.


და ბოლოს ვთქვათ ისიც, რომ დღეისათვის UFC-ში ექვსი 5 ქართველი მებრძოლი გყავს, რომელთაგან მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.