
წყალბურთელთა გუნდმა „დინამო თბილისმა" LEN ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა. სეზონის ბოლო, ევროთასის 1/8 ფინალური შეხვედრა თბილისელებმა სახლში, „ოლიმპიკზე" „პრო რეკოს" წინააღმდეგ გამართეს, 5-17 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრაც ანალოგიური ანგარიშით დასრულდა იტალიელთა სასარგებლოდ.
ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის წინააღმდეგ, საქართველოს ჩემპიონმა მხოლოდ პირველი პერიოდის 4 წუთი მოახერხა კარის „მშრალად" შენახვა. უფრო მეტიც, სტუმრებმა პენალტიც გააფუჭეს. თუმცა, ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა და მათ შორის მსაჯების დახმარებითაც, „პრო რეკომ" წინსვლა დაიწყო. შეხვედრის მანძილზე, გამოიყენა თითქმის ყველა რიცხობრივი უპირატესობა რაც ჰქონდა, „დინამოს" კი, საწყის პერიოდებშივე ან დააკლდა, ან დაეტვირთა გაძევებებით მოთამაშეები. თუმცა, მსაჯების მიღმა, ჩვენი გუნდიც, საკმაოდ ბევრ წვრილმან შეცდომას უშვებდა.
ქართული გუნდიდან, რომელმაც საბოლოოდ, მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ათვლა ლუკა ჩიქოვანმა დაიწყო, როდესაც ანგარიში გაათანაბარა 1-1. მეორე პერიოდის წინ უკვე 2-2-ჯერ იყვნენ გაძევებულნი რეზო იმნაიშვილი და საბა ტყეშელაშვილი. პირველი მონაკვეთი 1-3 წავაგეთ, მეორეს დასაწყისში კი, იტალიური გოლების საპირისპიროდ, ჩვენგან, საბა საბოლოოდ თამაშს მიღმა დატოვეს. მეორე პერიოდი 0-5 წავაგეთ. რეალურად, თამაშის ბედი ამ მონაკვეთში გადაწყდა. დარჩენილ ორ პერიოდში 2-2 გოლი გავიტანეთ, მესამე პერიოდში დუბლი ლუკა ჩიქოვანმა გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი, სანდრო ადეიშვილმა გაიტანა, თუმცა, ეს მონაკვეთიც წავაგეთ 2-5. ბოლო პერიოდში, რომელიც რეალურად ბევრს არც წყვეტდა არაფერს, „დინამომ" მოახერხა ერთ მომენტში კონკრეტულ პერიოდში ანგარიში წაეყვანა ველიკო ტანკოსიჩისა და სტეფან პიეშივაცის გოლების შემდეგ, თუმცა, მეტი, ქართულმა გუნდმა, რომელსაც ამ დროისთვის უკვე საბოლოოდ გაუძევეს არტიონ დიხტიარენკო, მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და პრინციპში, როდესაც ანგარიშში სხვაობა 9-ბურთიანი იყო, სასწაულის აღარავის სჯეროდა. „პრო რეკომ" კი, კიდევ სამი გოლი გაიტა, პერიოდი 2-4 მოიგო, შეხვედრა 5-17 და ორი თამაშის ჯამში, გათამაშების 1/4 ფინალში გავიდა.
![]() |
![]() |
აქვე გეტყვით, რომ ამავე ტურნირზე, ვაკო დადვანისა და დუშან ვასიჩის სერბულმა „რადნიჩკიმ" 14-13 დაამარცხა ხორვატული VK JUG AO და ორი მატჩის ჯამში 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. დადვანმა ერთი გოლი გაიტანა, ვასიჩმა ორი.
ასპარეზობას აგრძელებს ნიკა შუშიაშვილის PRIMORAC KOTOR-ის, რომელმაც ორი შეხვედრის ჯამში, ერთი ბურთის სხვაობით მოახერხა საშინაო შეხვედრის მოგება და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ამასთან, ქართველის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი, მისი გუნდის მიერ გადატილი 17-დან.
ფოტო: LEN / ვახო წაწალაშვილი, Krsto Vulović, Darko Čojić