
თორნიკე შენგელია
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ საკლუბო ტურნირში თორნიკე შენგელიამ 1 კვირის ინტერვალით უკვე მეორე პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ფირვარდმა წინა კვირაში 35 ქულა დააგროვა, ხოლო ამჯერად, "პარტიზანთან" შეხვედრაში 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს შედეგი შენგელიასთვის უმაღლესი იყო ევროლიგაში.
სამწუხაროდ შენგელიას გუნდმა ისევ ვერ მოიგო. ვირტუსი ბოლონიაში სერბულ გუნდთან 71-81 დამარცხდა. შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო - მან სასტარტო ხუთეულში, 30:32 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან ორი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
თორნიკემ ამ სეზონში 8 პასი მეორედ გააკეთა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ვირტუსს 7 მოგება და 18 მარცხი აქვს. იტალიური გუნდი 14 ქულით მე-16 ადგილზეა და 26-ე ტურში პარიზს მასპინძლობს.
კამარა ბოლდუინი
კამარ ბოლდუინის ბასკონიამ სტუმრად მონაკოსთან 14 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თუმცა მატჩი მაინც დათმო 85-92. კამარ ბოლდუინმა შეხვედრა 6 ქულითა და 3 პასით დაასრულა. ბასკონიამ 10 მოგებითა და 15 მარცხით მე-15 ადგილზეა. ესპანურ გუნდს 20 ქულა აქვს და მომდევნო ტურში თელ ავივის მაკაბის უმასპინძლებს.
გიორგი შერმადინი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის ტენერიფემ მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ იმარჯვა. კანარელები სტუმრად შეხვდნენ ესპანურ მანრესას და 84-73 დაამარცხეს. გამარჯვებაში მცირე წილი უდევს ქართველ ცენტრს, რადგან მან მხოლოდ 4:36 წუთი ითამაშა. მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც შერმადინმა პირველი პერიოდის მიწურულს მიიღო.
საქმე ისაა, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე გიორგის მსაჯებთან კამათს შეჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ ტენერიფეს ცენტრი მოედნიდან გააძევეს. არასრულ 5 წუთში მას 2 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული.
K ჯგუფში ტენერფეს ორიდან ორი მოგება აქვს და პირველია. შერმადინის გუნდი, სავარაუდიდ ქართველის გარეშე 4 მარტს თურქულ პეტკიმ სპორს (0-2 ბალანსი) მასპინძლობს. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.