საქართველოს კალათბურთის ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაშია
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაშია
03.02.2025
ავტორი: TSFF.Ge

ფიბა-ს ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის მესამე ტურის მატჩზე, საქართველოსა და დანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. საქართველოს კალათბურთის ბილეთების ფასი 25-დან 110 ლარამდე მერყეობს.


მეორე იარუსის ბილეთები 25, 40 და 60 ლარი ეღირება, პირველ იარუსში კი, მათი ფასი 75 და 110 ლარი იქნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და დანიის ნაკრებების შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. თუმცა, კალათბურთის ფედერაციის თხოვნით, „თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა), გულშემატკივარს, ეროვნული ჰიმნების შესრულებამდე, 20:50 წუთიდან ელიან. დარბაზში შესვლა კი, გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება. სწორედ, ამ დროს გაიხსნება, საკალათბურთო დარბაზის კარებები.