
დღეს პარიზში IJF-მა ახალი საანგარიშო წელი ოფიციალურად, პარიზის გრან სლემით დაიწყო. ტურნირში, რომელშიც შესაძლოა ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენი არ მონაწილეობს, ხვალ გასული, 2024 წლის საუკეთესოებს დაასახელებს რამდენიმე ნომინაციაში. საუკეთესო მამაკაცი ჯუდოკას ნომინაციაზე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ლაშა ბექაურიც არის წარდგენილი და იმედს ვიტოვებთ, რომ ლაშა მოახერხებს ამ ტიტულის მოგებას.
მანამდე კი, დღეს ტატამზე 4 წონით კატეგორიაში 6 ქართველი სპორტსმენი წარსდგა. მათ შორის მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოგება, თუმცა, ქართველს, ფინალში გასვლის შანსიც ჰქონდა.
ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან გააგრძელა ასპარეზობა -57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა, თუმცა, ე.წ. ფინალურ ბლოკში, ქართველი, ტურნირის მასპინძელ ჯუდოკასთან.
-60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მედლებისთვის ბრძოლას პირველი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
გაორებული გვგქონდა -66კგ წონითი კატეგორია. აქ, თემურ ნოზაძემ ორი შეხვედრა მოიგო და ¼ ფინალში მაროკოული წარმოშობის საფრანგეთის წარმომადგენელთან, ვალიდ ხიართან დამარცხდა. ქართველმა ასპარეზობა რეპეშაჟიდან განაგრძო, სადაც ნეიტრალური ქვეყნის დროშის ქვეშ მოასპარეზე მურად ჩოპანოვთან დამარცხდა. უკვე, უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დღის ბოლოს ეს ჩოპანოვი ვაჟა მარგველაშვილმა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მიპოვა, რომელიც ქართული გუნდისთვის, ჯერ-ჯერობით ერთად-ერთია პარიზის გრან სლემზე.
გაორებული გვქონდა წონითი კატეგორია -73კგ-შიც. აქ, მიხეილ ბახბახაშვილმა მეორე წრიდან დაიწყო. პირველი დაპირისპირება მოიგო, თუმცა, მომდევნოში აზერბაიჯანის წარმომადგენელ რაშიდ მამადალიევთან დამარცხდა. ანალოგიურად განვითარდა ამ წონაში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯუდოკას სააპარეზო სცენარიც. ყველაზე მეტად დასანანია, რომ 1/4 ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა ფრან მაქსიმ გაბერთან, ბოლო წამებზე წააგო...
ხვალ, პარიზის გრან სლემზე მორიგი საასპარეზო დღეა, ქართველებს წარმომადგენლები 5 წონით კატეგორიაში გვეყოლება (იხილეთ ბმული).