ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეში ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეში ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
31.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

მონპელიეში მიმდინარე ATP-ს 250-იან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა შეწყვიტა. ქართველი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლიოვთან შეხვედრისას ტრავმის გამო, იძულებული გახდა კორტი დაეტოვებინა.


1/4 ეტაპზე, რომლამდეც ქართველმა ჩოგბურთელმა საერთო ჯამში ოთხი მატჩი, ორი კვალიფიკაციაში და ორიც ძირითად ბადეში მოიგო, თამაში პირველ სეტში შეწყვიტა. ამ მომენტში, „ბასილა" ანგარიშით 5-2 მარცხდებოდა.


ამ მარცხის მიუხედავად, ბასილაშვილმა 63 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და და ATP-ის ლაივ რეიტინგში 32 საფეხურით დაწინაურდა. ამჟამად, ქართველო ჩოგბურთელი 146-ე ნომერია.


შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა 2025 წელი რეიტინგის 210 ნომრით დაიწყო და წლის პირველი ორი ტურნირის შემდეგ, საგრძნობლად წინ წაიწია.


ვიმედოვნებთ, რომ ტრავმა, რის გამოც ნიკოლოზ ბასილაშვილს თამაშის შეწყვეტა მოუხდა არ იქნება სერიოზული და ქართველი კორტს მალე დაუბრუნდება.