რუსი მსოფლიო ჩემპიონები ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იყვნენ
რუსი მსოფლიო ჩემპიონები ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იყვნენ
30.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

ამ დრომდე, სამაშველო სამსახურები ცდილობენ მოძებნონ არიან თუ არა გადარჩენილები ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელიც აშშ-ში 29-30 იანვრის მიჯნაზე მოხდა. ვიდეოში, რომელსაც CNN ავრცელებს თქვენ ხედავთ, ლაინერს, რომელიც აეროპორტში დასაშვებ ბილიკს უახლოვდება და მომენტს, როდესაც მას სხვა მფრინავი ობიექტი ეჯახება.


29 იანვარს აშშ-ი სამხედრო ვერტმფრენის, რომელის სასწავლო ფრენაზე იმყოფებოდა და American Airlines-ის კომერციულ რეისის თვითმფრინავი, რომელიც კანზასიდან ვაშინგტონის აეროპორტში ეშვებოდა შეჯახებისას ჩამოვარდნენ. ბორტზე, რომელზეც დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა რამდენიმე ნაწილად დაიმსხვრა და მდინარე პოტომაკაში ჩავარდა.


ოფიციალური ინფორმაციით, სამოქალაქო თვითმფრინავში სხვა მგზავრებთან ერთად ფიგურულ ციგურაობაში, ახალგაზრდული ქემფის შემდეგ, მოსწავლეებთან, მოციგურავეთა მშობლებთან და სხვა მგზავრებთან ერთად ბრუნდებოდნენ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონები  ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი. რუსი ეროვნების მოციგურავეები, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სხვა კოლეგების მსგავსად კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში გადასახლდნენ და იქ საწვრთნელო კარიერით იყვნენ დაკავებულები.