
„ბასილა" წინ მიიწევს რეიტინგშიც და მეტოქეებს თამაშთან ერთად „დაჟინებული" მზერითაც იშორებს. ხუმრობა იქით იყოს და მონპელიეში, ATP 250 -იან ტურნირში ქართველის მეორე მეტოქე, კორტს ტრავმის გამო ეთიშება. ისევე როგორც ძირითად ბადეში გადმოსასვლელ მატჩში, ამჯერადაც, ორწლიანი შესვენების შემდეგ, ATP ტურის ძირითად ბადეში, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი დუელის მოგებას ახერხებს.
ყაზახეთის წარმომადგენელ მიხეილ კუკუშკინთან დაპირისპირებაში, „ბასილამ" პირველ სეტში 6-3 გაიმარჯვა, თუმცა, იმავე ანგარიშით დათმო მეორე სეტი. მესამე სეტი ქართველის უპირატესობით წარიმართა და ბასილაშვილმა 5-0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა, კუკუშკინმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვადაზე ადრე გავიდა. რაც შეეხება ქართველს, ის მონპელიეს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე არტურ რინდერქნეში იქნება. თავის მხრივ, რინდერქნეშიმ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ცოცხალ -ცხრილში 61-ე პოზიციაზეა პაროლდ მაიოტი დაამარცხა 6(2)-7(7), 6-2, 1-6.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის წინსვლას სარეიტინგო ცხრილში, ავსტრალიის ღია პირველობის შემდე, ქართველმა, 210 ადგილიდან მოახერხა 200-ეულში შესვლა და მონპელიეს ტურნირის დაწების წინ 178-ე ადგილზე იყო.