ხანძარმა „მანჩესტერს სითი“ – „ბრუგეს“ თამაშს ვერაფერი დააკლო
ხანძარმა „მანჩესტერს სითი“ – „ბრუგეს“ თამაშს ვერაფერი დააკლო
29.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს მოგეხსენებათ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის პირველი ფაზის ბოლო დღეა... საკმაოდ დაძაბული თამაშებით. დაახლოებით 18:00 საათზე ბრიტანული დროით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საინტერესო მატჩამდე, რომელიც „მანჩესტერ სიტისა" და „ბრიუგეს" შორის უნდა გამართულიყო, სტადიონის ერთ-ერთ მთავარ შესასვლელთან მდებარე ნაგებობაში, რომელშიც კლუბის ფან-ატრიბუტიკა იყიდებოდა ცეცხლი გაჩნდა და იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც ხალხის დიდი კონცენტრაცია იყო.


BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი მოედი იმ სივრცესაც, სადაც კლუბის იანვრის თვის „შენაძენის" პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო. ხანძრის გაჩენის მომენტში, აღნიშნული პრეზენტაცია უკვე დაწყებული იყო და  სცენაზე მანჩესტერ სითი ახალწვეული ქალი ფეხბურთელები იმყოფებოდნენ...


ხანძრის გაჩენიდან მალევე სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლები და სტიუარდები, იძულებულნი გახდნენ სტადიონის შესასვლელებთან შეგროვილი ქომაგები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ.


მას შემდეგ, რაც მოხერხდა ცეცხლის ლიკვიდაცია, სტადიონის კარებები გახსნა, მართალია, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ გულშემატკივარი სტადიონზე შევიდა.



ფოტო: BBC /  Steve Bates