ხვალიდან, 2 თებერვლის ჩათვლით, ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
ხვალიდან, 2 თებერვლის ჩათვლით, ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
28.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ესტონეთში, ოფიციალურად გაიხსენება ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, თუმცა, მედლებისთვის ბრძოლას სპორტსმენები, კატეგორიების მიხედვით, ხვალიდან დაიწყებენ 1 თებერვლის ჩათვლით შეეცდებიან მედლების მოპოვებას. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს 2 თებერვალს კი, გალა კონცერტი გაიმართება.


აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქართველი ფიგურული მოციგურავეების ნაჩვენები შედეგების შესაბამისად, ტალინში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში, ჩვენები, ყველა კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები.  სპორტულ წყვილებში  იასპარეზებენ ანასტასია მეტელკინა  და ლუკა  ბერულავა , ქალებში ანასტასია გუბანოვა, სპორტულ  ცეკვებში  დიანა დევისი და  გლებ  სმოლკინი, მამაკაცთა შორის კი, ნიკა  ეგაძე.


აქვე გთავაზობთ ევროპის ჩემპიონატის განრიგს:


29.01.2025

15:00 - 18:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

19:00 - 23:45 ქალები ( მოკლე პროგარამა)


30.01.2025

15:00 - 20:00  მამაკაცები ( მოკლე პროგრამა)

21:00 -23:50 სპორტული წყვილები (თავისუფალი)


31.01.2025

18:00 - 20:00  სპორტული  ცეკვები ( რიტმული ცეკვა)

20:00 - 23:50 ქალები (თავისუფალი პროგრამა)


1.02.2025

სპორტული ცეკვები ( თავისუფალი)

20:00 - 23:50  მამაკაცები (თავისუფალი პროგრამა)


2.02.2025

18:00 - 20:00   საჩვენებელი  პროგრამა


მამაკაცთა ტურნირზე, მსაჯთა  შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი  სალომე  ჩიგოგიძე.


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სოციალური ქსელიდან ვიგებთ არის სიახლე - ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის სპორტის ეთერით იქნება შესაძლებელი. სხვათა შორის, პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ქართულ ტელესივრცეში მსგავსი რეპორტაჟები არ ყოფილა.