შერმადინის 12 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება კანარულ დერბიში
შერმადინის 12 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება კანარულ დერბიში
26.01.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კანარულ დერბიში ტენერიფე სტუმრად შეხვდა გრან კანარიას და დაძაბულ ბრძოლაში 70-67 დაამარცხა.


ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 4 ოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შერმადინმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მასზე მეურვეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.


ტენერიფელთაგან 14 ქულით ბომბარდირი ჯოან სასტრე გახდა, ბრუნო ფიტიპალდოს ანგარიშზე კი ქართველის დარად 12 ქულა დაგროვდა. 13 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე მე-4 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება 1-3 ადგილებზე თანაბარი ქულებით მყოფ ტრიოს - რეალს, ვალენსიას და უნიკახას. რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიური გუნდი 9 მოგებითა და 8 მარცხით შეუფერებლად დაბლა - მე-8 ადგილზეა.


შემდეგ ტურში ტენერიფე ბრეოგანს უმასპინძლებს.



ჩვენი სარედაქციო შენიშვნა: კანარიელთა შემადგენლობაში 22:34 წუთი დაჰყო პარკეტზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯო ტომასონმა, თუმცა, მისი შედეგიანობა, არც თუ სახარბიელო იყო. ტომასონმა მხოლოდ 3 ქულა აიღო და 1 მოხსნითა და 1 ასისტით დაასრულა მატჩი.