ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა
ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა
26.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა, ტურნირის ლიეტუვას წინააღმდეგ გამართა და ფრედ, 7-7 ითამაშა. საერთო ჯამში, ჩვენმა გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნულის გარდა, ფრედ, 1-1 ითამაშა გერმანიის ნაკრებთან და დიდი ანგარიშით 0-9 დაამარცხა მალტის ნაკრები. ამასთან, ჯგუფში, ყველაზე მეტი 17 გოლი გაიტანა, თუმცა, 2 ქულა დააკლდა ჯგუფიდან გასავლელად. მომდევნო ეტაპზე კი, 7 ქულით გერმანელები გავიდნენ.


ყველაზე საინტერესო და დასაფიქრებელი ისაა, რომ ჩვენი 19-წლამდები მე-5 წუთზე მოსე ჩიკიროვის გოლოთ დააწინაურდნენ. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ხოლო გიორგი აირაპეტიანის გაძევების შემდეგ, ლიეტუვის ნაკრებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა. დაჩი ცალუღელაშვილის, ლიეტუველთა ავტოგოლის და მოსე ჩიკიროვის კიდევ ოთხი გოლის შემდეგ, ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა, დავით გოგოხიას გაძევების შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა.