
დღეს ბულგარეთში, სენიორთა შორის, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი დასრულდა. პირად ჩათვლაში, გუშინ გათამაშებული მედლების შემდეგ, 24-მა ნაკრებმა საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში, აშშ-ს ნაკრებს 45-44 სძლია.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც სადრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და ალექსანდრე თავართქილაძე ასპარეზობდნენ, საერთო ჯამში 5 შეხვედრა გამართეს, რომელთაგან სამში გაიმარჯვეს, ორში კი მარცხი იწვნიეს. დღის წარმატებულად დაწყების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომავალ ჩემპიონთან წააგო. ჩვენმა გუნდმა კი, საბოლოოდ, მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
7-8 ადგილებისთვის / საქართველო - ჰონგ კონგი 45-34
5-8 ადგილებისთვის / საქართველო - კანადა 42-45
1/4 ფინალი / საფრანგეთი- საქართველო 45-29
1/8 ფინალი / საქართველო - ირანი 45-36
1/16 ფინალი / საქართველო - საუდის არაბეთი 45-38
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
გუნდური შეჯიბრის საბოლოო სტატისტიკა იხილეთ ბმულზე .
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, პირად ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიგო სანდრო ბაზაძემ.
ფოტო: © საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია