პარიზულ ტურნეში ფრე 1-1 დაფიქსირდა

26.01.2025
ავტორი: TSFF.Ge
„სან ანტონიო სპურსმა" მეორე პარიზული შეხვედრა „ინდიანა პეისერსთან" 98- 136 წააგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა მხოლოდ მესამე მეოთხედის მოგება მოახერხა და ისიც 3 ქულით, თამაში კი სრულად „ინდიანა პეისერსი" აკონტროლებდა და ამის დასტური მეოთხედების მიხედვით დაფიქსირებული ანგარიშიც მეტყველებს - 24-33, 26-32, 36-33, 12-38.
საინტერესოა რომ ბოლო, დასკვნითი მეოთხედის წინ ქართველის გუნდი 12 ქულით აგებდა (86-98) და რეალურად, თამაშის შემოტრიალების შანსიც ჰქონდა, თუმცა, „სპურსმა" „ამოსაღები" 12 ქულის ნაცვლად, შეხვედრის ამ მონაკვეთში მხოლოდ, 12 ქულა აიღო, მაშინ, როცა მეტოქისგან 38 ქულა მიიღო.
რაც შეეხება ქართველს, ამ დღეს სანდრო მამუკელაშვილს სათამაშოდ მხოლოდ 12 წუთი მიეცა, რა დროსაც „მამუმ" 3 ქულა, 3 მოხსნა და 2 გადაცემა მიიწერა.
ფოტო: © NBA.COM