„დინამო თბილისმა“ LEN ევროპის თასის პირველი მერვედფინალი წააგო
„დინამო თბილისმა“ LEN ევროპის თასის პირველი მერვედფინალი წააგო
26.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

წყალბურთში, LEN ევროპის თასის 1/8 ფინალური ეტაპი დაიწყო. საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ", რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოინაცვლა, ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი თამაში იტალიურ „პრო რეკოსთან" 17-5 წააგო.


რეალურად მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყდა რომელშიც მასპინძლებმა 7-2 გაიმარჯვეს. მომდევნო სამი პერიოდიც მათი გამარჯვებით დასრულდა 3-1, 3-1, 4-1. დინამოელთაგან 2-2 გოლი გოლი სტეფან პიეშივაცმა და ველკო ტანკოსიჩმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი საბა ტყეშელაშვილის ანგარიშზეა.


საპასუხო შეხვედრა „დინამოსა" და „პრო რეკოს" შორის, თბილისში, ოლიმპიკის კომპლექსში, 6 თებერვალს  გაიმართება.


იხილეთ მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ჩანაწერი.



ფოტო: Credit LEN.EU via Federico Schenone