
თანამედროვე საქართველოს უახლოესი წლების ორი მოქმედი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიასა და სანდრო მამუკელაშვილის გზები პარიზში გადაიკვეთა. ალბათ, ხვიჩასთან გოჩა უფრო გაირითმებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს, სანდრო აღმოჩნდა. პარიზში მყოფი „სან ანტონიო სპურსის" ქართველმა ფორვარდმა 23 იანვარს NBA-ს მორიგ ტურში „ინდიანა პეისერსი" 140-110 დაამარცხა.
კალათბურთის მოყვარულებს მოგეხსენებთ, რომ NBA-ს ტრადიციული პროგრამის ფარგლებში გუნდები ევროპის კონტინეტზეც, ყოველწლიურად მართავენ შეხვედრას. ამრიგად, სანდრო პარიზში მოხვდა, თანაც იმ პერიოდში, როდესაც ფრანგული მედიისა და სპორტის ქომაგების ყურადღება ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიართ არის მიპყრობილი.
პსჟ-ს ახალ ფეხბურთელს სცნობენ ქუჩაში, ელოდებიან ვარჯიშამდე მისასვლელ გზებზე, ცდილობენ არ გამორჩეთ არც ტრიბუნაზე, მეუღლესთან ნიცასთან ერთად მყოფი და უკვე, ფრანგული გრანდის ფან-შოპშიც, მისი გვარით 7-ნომრიანი მაისურებიც აქტიურად იყიდება. ერთ-ერთი პირველი კი, ვინც კვარას მაისური შეიძინა, სწორედ, სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელის გუნდიც ევროპულ ტურნეში იმყოფება.
მოკლედ, პსჟ-ს საფეხბურთო კლუბის გუშინდელ შეხვედრას პარკ დე პრენსზე დაესწრო სანდრო მამუკელაშვილიც, რომელმაც „პეისერთან" შეხვედრა მოიგო, მოედანზე 11 წუთი დაჰყო, 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება გაიფორმა. ამ მომენტისთვის „მამუს" „სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 20 მოგებითა და 22 წაგებული შეხვედრით, მე-12 ადგილზეა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატით მიმდინარე გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 7 მატჩის შემდეგ 10 ქულით არის და ფლეი-ოფში გამსვლელ გუნდებს შორის არის.
აქვე შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კვარა მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება რაც პსჟ-ი მიმდინარე ფორმატით გათვალისწინებულ რვავე შეხვედრას გამართავს. შესაბამისად, უეფა-ს ვებ-გვერდზეც ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მის გვარიც მას შემდეგ გამოჩნდება.
გამოყენებულია PSG-სა და კალათბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა